კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

„ავტოგაზის“ დირექტორი საპროცესო შეთანხმებით გაათავისუფლეს

13 აგვისტო, 2012

შპს „ავტოგაზის“ დირექტორი ზაზა დოლმაზაშვილი საპროცესო შეთანხმებით გაათავისუფლეს. როგორც კახეთის საინფორმაციო ცენტრს ზაზა დოლმაზაშვილის ადვოკატმა მურად პოპიაშვილმა განუცხადა, დოლმაზაშვილს 5 000 ლარიანი ჯარიმის გადახდა დაეკისრა.

„დოლმაზაშვილის საქმეზე საპროცესო შეთანხმება გაკეთდა, 5 000 ლარი გადაიხადა და გაათავისუფლეს. ამ საქმესთან იყო გაერთიანებული „ავტოგაზთან“ დაკავშირებული მეორე საქმეც, რომელიც შემოსავლების სამსახურის მიერ  „ავტოგაზში“ აღმოჩენილ დარღვევებს ეხებოდა, აქედან გამომდინარე, ორივე საქმის განხილვა ერთად დასრულდა და საერთო განაჩენი გამოვიდა,“ – განუცხადა კახეთის საინფორმაციო ცენტრს ადვოკატმა.

ზაზა დოლმაზაშვილი წინასწარ პატიმრობაში 2012 წლის 25 აპრილიდან იყო, მას ბრალად სსკ-ის 353-ე მუხლის I და 125-ე მუხლის I ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენა ედებოდა, რაც  ხელისუფლების წარმომადგენლების ცემას და ხელშეშლას გულისხმობს. ზაზა დოლმაზაშვილი წაყენებულ ბრალდებებში თავს დამნაშავედ ცნობდა.

შეგახსენებთ, რომ შემოსავლების სამახურმა 25 აპრილს შპს „ავტოგაზის“ კუთვნილი 10-ზე მეტი ობიექტი, მოძრავი და უძრავი გაზგასამართი სადგურები დალუქა, „ავტოგაზის“ დირექტორი კი პოლიციამ დააკავა. ავტოგაზგასამართი სადგურების ქსელი მთელი ღამის განმავლობაში  პარალიზებული იყო. მუშაობა 26 აპრილს, დილით განახლდა. კახეთის საინფორმაციო ცენტრის ინფორმაციით, შემოსავლების სამსახურმა შპს „ავტოგაზი“ 56 ათასი ლარით უკვე დააჯარიმა.

კახეთის საინფორმაციო ცენტრი

ახალი ამბები