ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი 25-მა ლექტორმა პროტესტის ნიშნად დატოვა
21.08.2012
საინფორმაციო სააგენტო „პირველი“
ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიზნესის ფაკულტეტის 25-მა ლექტორმა პროტესტის ნიშნად უნივერსიტეტი დატოვა. ამის შესახებ „პირველს“ ილიას უნივერსიტეტის უკვე ყოფილმა ლექტორმა გიორგი მიქანაძემ განუცხადა.
„გაათავისუფლეს ბიზნესის ფაკულტეტის დეკანის მოადგილე მაია გონაშვილი და ამავე ფაკულტეტის ხარისხის მართვის სამსახურის ხელმძღვანელი აკაკი ცომაია. გარდა ამისა, ორივე მათგანი იყო კონკურსში გასული და ადმინისტრაციულის გარდა, აკადემიურ თანამდებობასაც ფლობდნენ და ორივე დაკავებული თანამდებობებიდან გაათავისუფლეს. მაია გონაშვილი არის ადამიანი, რომელმაც ამ ფაკულტეტის შენება თავის გუნდთან ერთად დაიწყო, ფეხზე დააყენა, რეიტინგი მისცა. რამდენიმე თვის წინ მოსული დეკანი იბარებს და ეუბნება მას, რომ გათავისუფლებულია ორივე თანამდებობიდან. ასე არ შეიძლება. მითუმეტეს, აკადემიური თანამდებობიდან გათავისუფლებას თავის პროცედურები აქვს. არ ვიცი რა ინტერესების მსხვერპლი გახდა მაია გონაშვილი, მაგრამ ფაქტია ის, რომ ამ ფაკულტეტზე არ ხდებოდა ჩაწყობები და ნაცნობობით ნიშნის დაწერები. ვცდილობდით სამართლიანად გვემართა პროცესები“, - განაცხადა მიქანაძემ.
მისივე თქმით, დღეს ილიას უნივერსიტეტის ბიზნესის ფაკულტეტის 25 ლექტორის წერილი გაიგზავნა რექტორთან, სადაც ისინი, პროტესტის ნიშნად, აღნიშნულ უნივერსიტეტთან თანამშრომლობაზე უარს აცხადებენ.
„ამასთან, ჩვენი გადაწყვეტილება ბოლო დროს ილიას უნივერსიტეტში ბიზნესის ფაკულტეტზე უსამართლოდ, ეთიკური ნორმების დარღვევით, ადამიანის უფლებისა და თავისუფლების შემლახველ ცვლილებებს უკავშირდება. მოგიწოდებთ! ყველგან, ყველა ინსტიტუციაში მოითხოვეთ სამართლიანობის აღდგენა და ყოველთვის იბრძოლეთ სიმართლისთვის. ჩვენ ამით ხელს ვუწყობთ სამოქალაქო საზოგადოების განვითარებას და ვეხმარებით მომავალ თაობებს. სხვა არანაირი ინტერესი არ გვამოძრავებს, გარდა იმისა, რომ დაისაჯონ დამნაშავეები. თუ ჩვენ ვართ დამნაშავეები, ჩვენ დაგვსაჯონ!“ - დასძინა მიქანაძემ.
სააგენტოს უნივერსიტეტის რექტორმა გიგი თევზაძემ 25 თანამშრომლის უნივერსიტეტიდან წასვლის ფაქტი დაუდასტურა.
მისი თქმით, „აღნიშნული ფაქტი ნამდვილად უკავშირდება ერთ-ერთი თანამშრომლის გათავისუფლების ფაქტს, თუმცა უნივერსიტეტს კანონი ამით არ დაურღვევია“.
„ძალიან სამწუხაროა, რომ მათ (25-მა ლექტორმა) უნივერსიტეტიდან წასვლა გადაწყვიტეს. ეს, რა თქმა უნდა, მათი უფლებაა. უნივერსიტეტს თანამშრომლის გათავისუფლებით კანონი არ დაურღვევია. ჩვეულებრივი მოვლენაა, როდესაც თანამშრომელი რეორგანიზაციის შედეგად იქნა გათავისუფლებული. ამასთან დაკავშირებით გადაწყვეტილება მიიღო დეკანმა. მას სურს, რომ საკუთარი კადრები ჰყავდეს და ამაში უკანონო არაფერია“, - განაცხადა თევზაძემ.
მისივე თქმით, ლექტორების წასვლა სამწუხარო ფაქტია, თუმცა ამით უნივერსიტეტს რაიმე შეფერხება არ შეექმნება.
„უკვე მიმდინარეობს ძალიან გამოცდილ ლექტორებთან მოლაპარაკებები, რომლებიც სხვადასხვა უცხოურ უნივერსიტეტში გამოცდილებით გამოირჩევიან. ასე რომ, ახალ სასწავლო წელს რაიმე ზიანი არ მიადგება“, - განაცხადა თევზაძემ.
დატოვეთ თქვენი კომენტარი
სხვა სიახლეები
აშშ გმობს 17 მაისის ჰომოფობიურ ძალადობას თბილისში
17 მაისის ძალადობასთან დაკავშირებით ოთხი პირია დაკავებული
„არა ძალადობას“ - აქცია ბათუმში
საქართველო "საუკეთესო ქვეყნები დედობისთვის" რეიტინგში 94-ე ადგილზეა
რუსთავში დანაშაულის აღკვეთისას მოქალაქე დაიჭრა
არქივი
ბლოგი
ქართული პოლიტიკური რეკლამის ისტორიული ექსკურსი
ვრცლად...
წინასაარჩევნო სარეკლამო დაპირებები
პოლიტიკური რეკლამების ხარისხი და მიზანი
რედაქტორის აზრი
ადამიანის უფლებათა ცენტრი მაღალჩინოსნების სასამართლო პროცესებს დააკვირდება
ვრცლად...
საერთაშორისო ზეწოლის შედეგად სახელმწიფო აუდიტმა და აღსრულების ეროვნულმა ბიურომ რეპრესიები შეაჩერეს
აგვისტოს ომი - ვინ არის დამნაშავე?
გამოკითხვა
თქვენი აზრით, პარლამენტის მიერ ცოტა ხნის წინ გათავისუფლებული პოლიტპატიმრები იმსახურებდნენ თუ არა განთავისუფლებას?

