კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

პატრულის მიერ მოკლული ძროხის პატრონს სასამართლომ 7 000 ლარის გადახდა დააკისრა

21 აგვისტო, 2012

დუშეთის რაიონის სოფელ ზემო არანისში მცხოვრები ტრისტან ლომაშვილის ძროხას საპატრულო პოლიციის თანამშრომლების მანქანა დაეჯახა, რის შედეგადაც ძროხა მოკვდა, თუმცა პოლიციამ 100 ლარით ძროხის პატრონი დააჯარიმა და ტრისტან ლომაშვილს ახალი მანქანის შეძენაც მოსთხოვეს.

მას შემდეგ, რაც ლომაშვილმა განაცხადა, რომ მანქანის შეძენის საშუალება არ ჰქონდა, პოლიციის თანამშრომლებმა ძროხის პატრონს სასამართლოში უჩივლეს. მხარეთა მორიგების საფუძველზე ტრისტან ლომაშვილს საპატრულო პოლიციის თანამშრომლების სასარგებლოდ 7 000 ლარის გადახდა დაეკისრა.
 
„ჩემს მეუღლეს ძროხა სახლში შეჰყავდა და ამ დროს პატრულის მანქანა დაეჯახა. ჩვენი ბრალი არაფერი ყოფილა, მათი მანქანა გზის მეორე მხარეს მოძრაობდა და ძროხას რომ მოუახლოვდნენ, მაინცდამაინც მაშინ გადმოვიდნენ აქეთ მხარეს. ძროხა იქვე მოკვდა, პოლიციამ კი ჩვენ დაგვაჯარიმა - ძროხა გარეთ არ უნდა გყოლოდათო. 100-ლარიანი ჯარიმა გადავიხადეთ და ახლა ახალი მანქანის ყიდვა მოგვთხოვეს - 16 000 ლარს ითხოვდნენ მანქანის საყიდლად, ჩვენ ამის საშუალება სად გვქონდა შვილო?! როცა ვუთხარით, ვერ გადავიხდითო, სასამართლოში გვიჩივლეს. საქმე მორიგებით დავასრულეთ და 7 000 ლარი გადაგვახდევინეს, მაგრამ რაღა მორიგებაა, შვილო, გაგვატყავეს, ფაქტობრივად. ისე გამოდის, რომ ჩვენი ძროხა იყო მთვრალი და პატრულის თანამშრომლები ფხიზლები“, - განუცხადა მცხეთა-მთიანეთის საინფორმაციო ცენტრს ტრისტან ლომაშვილის მეუღლემ მარიამ ახალაშვილმა.
 
შეგახსენებთ, რომ ერთი თვის წინ, მცხეთის რაიონის სოფელ მისაქციელში მცხოვრები დავით კაიშაური 9 900 ლარით იმის გამო დააჯარიმეს, რომ მის ძროხასაც შსს–ს კუთვნილი ავტომანქანა დაეჯახა.

მცხეთა-მთიანეთის საინფორმაციო ცენტრი

ახალი ამბები