კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

მიწის გადასახადის გადაუხდელობის გამო პენსიონერს პენსიიდან თანხას უკავებენ

21 აგვისტო, 2012

საგარეჯოს რაიონის სოფელ გიორგიწმინდაში მცხოვრები სოლომონ ჯამალაშვილი, რომელიც შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირია, აცხადებს, რომ უკვე 9 თვეა პენსიიდან თანხას უკავებენ.

„მედავებიან, მიწის გადასახადი გაქვს გადასახდელი 2 ათასი ლარის ოდენობითო და გასული წლის ნოემბრიდან პენსიიდან თანხას მიკავებენ. პენსია ჩემი ერთადერთი შემოსავალია. თუ პენსიიდან უნდა ჩამომაჭრან თანხა, მაშინ მანქანას რატომ დაადეს ყადაღა. ზაფხულში მანქანაც დამიყადაღეს“, – აღნიშნა სოლომონ ჯამალაშვილმა.

შეგახსენენთ, რომ გასული წლის გაზაფხულზე კახეთში 500-ზე მეტმა პენსიონერმა მარტისა და აპრილის თვეების პენსია ვერ მიიღო. სოციალური დახმარების გარეშე დარჩა 100-მდე ოჯახი. შემოსავლების სამსახურმა პენსიონერებს და სოციალურად დაუცველ ოჯახებს ანგარიშზე დარიცხული თანხა ავტომატურად ჩამოაჭრა და ბიუჯეტში გადარიცხა. ამ ფაქტებზე კახეთის საინფორმაციო ცენტრის მიერ ინფორმაციის გავრცელების შემდეგ, შემოსავლების სამსახურმა განმარტა, რომ პენსიონერებსაც და სოციალურად დაუცველ ოჯახებსაც ინკასო მოუხსნეს, თუმცა, აღმოჩნდა, რომ პენსიიდან თანხის დაკავება დღემდე ხდება.

კახეთის საინფორმაციო ცენტრი

ახალი ამბები