12:06, Friday, 05.06.2020
YouTube
Twitter
Facebook
RSS
ქართული English

პორტალი ადამიანის უფლებების შესახებ

Go
გაფართოებული ძიება

ნიკა რურუამ რიკარდო მილიორის გამონათქვამების შესახებ გაკეთებულ მის კომენტართან დაკავშირებით განმარტება გააკეთა

24.08.2012
საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრი ნიკა რურუა ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტის, რიკარდო მილიორის გამონათქვამების შესახებ გაკეთებულ მის კომენტართან დაკავშირებით დამატებით განმარტებას აკეთებს.

„ბატონი რიკარდო მილიორის სრული კომენტარის წაკითხვის შემდეგ, როგორც გავარკვიე, მის განცხადებაში არანაირად არ იგულისხმებოდა საქართველო, როგორც „ლენინისტური“ ქვეყანა, როგორც მე ეს ფაქტი არასწორად მომაწოდეს ჩემი კომენტარის გაკეთებამდე, ანუ მაშინ, როდესაც მე მისი განცხადება წაკითხული არ მქონდა. განცხადების გაცნობის შემდეგ, ვაცხადებ, რომ ავტორი იქ სხვა საკითხებთან ერთად იხილავს ქართული პოლიტიკური კულტურის ცალკეულ თავისებურებებს, როგორც ეს ახალგაზრდა დემოკრატიებს ახასიათებთ და აკეთებს საკუთარ შეფასებას, რისი საწინააღმდეგოც ბუნებრივია, არაფერი მაქვს. რადგან მისი კომენტარი ჟურნალისტის ციტირების შედეგად გავიგე, ამდენად ჩემი წანადადებაც არასწორად იქნა ინტერპრეტირებული, თითქოს მე ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტის გადადგომა მოვითხოვე, რაც სიმართლეს არანაირად არ შეესაბამება. აქ საქმე გვაქვს ციტირებულ კომენტარზე კომენტირებასთან, რითაც ამგვარი მცდარი ინტერპრეტაციის საშუალება შეიქმნა“, - ნათქვამია ნიკა რურუას განცხადებაში.

აღნიშნულის კონტექსტში, კულტურის მინისტრი პრესის წარმომადგენლებს მოუწოდებს, რომ ეს ფაქტი გაითვალისწინონ და სიმართლე არ დაამახინჯონ.

ნიკა რურუამ 23 აგვისტოს, ჟურნალისტებთან საუბარში, ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტის, რიკარდო მილიორის გამონათქვამს, სადაც მან საქართველოში მიმდინარე საარჩევნო პროცესი ლენინიზმს შეადარა, სისულელე უწოდა.

ინტერპრესნიუსი

Print Send to Friend Send to Facebook Tweet This
დატოვეთ თქვენი კომენტარი
თქვენი სახელი:
თქვენი კომენტარი:

ქართულად
დამცავი კოდი: Code
სხვა სიახლეები
გამოკითხვა
მომზადებული შეხვდა თუ არა ქვეყანა საგანგებო მდგომარეობის გამოცხადებას?
დიახ არა ნაწილობრივ

ბლოგი

ძალადობის მსხვერპლი ქალები
ასაკის მატებას ერთი უპრატესობა აქვს, მრავალწლიან გამოცდილებასთან ერთად საზოგადოებრივი ცნობიერების ცვლილების უშუალო მონაწილე ხდები. ეს ცვლილებები შემდეგ უკვე საკანონმდებლო ცვლილებებში აისახება. დრო ცვლის
ვრცლად...
ქალ პატიმართა მოლოდინები
სექსუალური უმცირესობები საქართველოს ციხეებში
არქივი
   

       

რედაქტორის აზრი

ხელისუფლებისგან მივიწყებული ვეტერანები
ყოველწლიურად მცირდება მეორე მსოფლიო ომის მონაწილეთა რაოდენობა. მათ შესახებ კი საზოგადოება მხოლოდ 9 მაისს იღებს ინფორმაციას, როდესაც ომის ვეტერანები, ტრადიციულად, გამარჯვების პარკში იკრიბებიან
ვრცლად...
უიმედოთა სოფელი
რა დაემართა სამართლიანობის აღდგენის ოცნებას
არქივი
თემები
კატეგორიები

Copyright © 2004 - 2020 HRIDC