კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

პარტიებისთვის თანხის შემომწირველების ნაწილის გამოსახლება 4 სექტემბერს იგეგმება

29 აგვისტო, 2012
 
პარტიებისთვის თანხის შემომწირველების დიდი ნაწილის აუქციონზე გასხვისებული ქონებიდან გამოსახლება 4 სექტემბერს იგეგმება , - ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ ერთ-ერთი შემომწირველის, გიგა ბუკიას ადვოკატმა ემზარ პაქსაძემ განუცხადა. 

მისი თქმით, დაჯარიმებულების დაყადაღებული ქონება აუქციონზე გაიტანეს და იმ მოტივით, რომ ქონების მყიდველებმა აუქციონის პირობები ნაწილობრივ არ შეასრულეს, ქონება სახელმწიფო საკუთრებაში გადავიდა. ამასთან, ადვოკატის განმარტებით, სახელმწიფოსთვის გადაცემული ფართების გასათავისუფლებლად შემომწირველებს ვადა 27 აგვისტოს ამოეწურათ. 

მისი თქმით, აღსრულების ბიუროს განკარგულებით, გამოსახლება 4 სექტემბერს იგეგმება. ადვოკატი აღსრულების ბიუროსგან გამოსახლების დროებით შეჩერებას ითხოვს იმ მოტივით, რომ დაჯარიმებულები არჩევნებში მონაწილეობენ.

„მათ შორისაა გიგა ბუკია, რომელიც „ქართული ოცნების“ ხობის მაჟორიტარობის კანდიდატია და ვერ ახერხებს სრულყოფილად წინასაარჩევნო კამპანიის წარმართვას“, - განაცხადა ემზარ პაქსაძემ.

პოლიტიკური პარტიებისთვის დაუსაბუთებელი წარმომავლობის თანხების გადარიცხვის მოტივით, თბილისის საქალაქო სასამართლომ სახელმწიფო აუდიტის ოქმების საფუძველზე 17 პირი თანხის ხუთმაგი ოდენობით დააჯარიმა. გარდა „ნაციონალური მოძრაობის“ წევრ ბეჟან ოდიშვილისა, რომელიც 25 ათასი ლარით დაჯარიმდა, 16-მა პირმა დაჯარიმების შესახებ საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციოში გაასაჩივრა. სააპელაციო სასამართლომ პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება ძალაში დატოვა. ამის შემდეგ პირებს დაკისრებული ჯარიმის გადაუხდელობის გამო, ქონება დაუყადაღეს და აუქციუონზე გაიტანეს. 

რაც შეეხება ჯარიმის თანხებს, სასამართლოს გადაწყვეტილებით, დავით ბაციკაძეს დაეკისრა 135.750 ლარის გადახდა, ზაალ გოგსაძეს – 60 ათასი ლარის, გიგა ბუკიას – 177.250, გივი რამაზაშვილს – 80 ათასი ლარის, ბიძინა გუჯაბიძეს – 150 ათასი ლარის, კახა ჩაკვეტაძეს – 93.460 ლარის, ლევან ჩიჩუას – 24.987, ლევან ჩქარეულს – 20 ათასი ლარის, მარინა ნადირაძეს – 57.400 ლარის, ირმა დავითაძეს – 78.365, ავთანდილ დავითაძეს – 114.192, გიორგი მოსიაშვილს – 125.350, მაია თანიაშვილს – 24.986, ირაკლი ჭუბაბრიას – 79.145, ბეჟან ედიშერაშვილს – 25 ათასის, ბადრი ცინცქილაძეს – 40.100, ალექსანდრე შალამბერიძეს – 40.250.

ინტერპრესნიუსი

ახალი ამბები