კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

შსს ქარელსა და ხაშურში რამდენიმე პირის დაკავების შესახებ იუწყება

24 სექტემბერი, 2012
 
შინაგან საქმეთა სამინისტრო ქარელსა და ხაშურში რამდენიმე პირის დაკავების შესახებ იუწყება. როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროს ვებ-გვერდზეა აღნიშნული, ზვიად იმერლიშვილი და ილია ქელეხსაშვილი პოლიციის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობისათვის საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 173-ე მუხლით არიან დაკავებული. 

ზვიად იმერლიშვილი ავტომანქანას უსაფრთხოების ღვედის გარეშე მართავდა. ის პოლიციის თანამშრომლებმა გააჩერეს და აღნიშნული სამართალდარღვევის და შესაბამისი ადმინისტრაციული სახდელის შესახებ აცნობეს. ჯარიმის შესახებ ინფორმაციის მიღების შემდეგ ზვიად იმერლიშვილმა და ილია ქელეხსაშვილმა პოლიციელებს სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს, არ დაემორჩილნენ და წინააღმდეგობა გაუწიეს. ამის შემდეგ ისინი ადმინისტრაციული წესით დააკავეს. 

ამასთან, შსს-ს ხაშურის რაიონული სამმართველოს თანამშრომლების მიერ დაკავებულია იაგო ქიტიაშვილი და გიორგი ნოზაძე. 

„იაგო ქიტიაშვილი და გიორგი ნოზაძე პოლიციელის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობისათვის საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 173-ე მუხლით არიან დაკავებული. გომი-საჩხერის საავტომობილო გზის მე-10 კილომეტრზე საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების წესების დარღვევისათვის პოლიციამ "ვაზ-2106" მარკის ავტომანქანქანა, რომელსაც იაგო ქიტიაშვილი მართავდა, გააჩერა. მძღოლმა და მისმა მგზავრმა არ წარმოადგინეს საბუთები და სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს პოლიციის თანამშრომლებს. ამის შემდეგ მათი ადმინისტრაციული წესით დაკავება მოხდა“, - აცხადებენ შსს-ში. 

შინაგან საქმეთა სამინისტროს ვებგვერდზე ასევე აღნიშნულია რამდენიმე დაკავების შესახებ, რომელიც შიდა ქართლის რეგიონში განხორციელდა.

ინტერპრესნიუსი

ახალი ამბები