კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

თბილისის ბიუჯეტით დაფინანსებული გართობა სტრიპტიზ-კლუბში

31 ოქტომბერი, 2012

თანხის გადამხდელი „ძველი ქალაქის რეაბილიტაციისა და განვითარების ფონდი“, მიმღები კლუბი „დივა“ - ასე არის მითითებული იმ ანგარიშფაქტურებზე, რომლებიც სხვადასხვა მედიასაშუალებით რამდენიმე დღის წინ გავრცელდა. 2010 წლის ორი ინვოისისა და ერთი ანგარიშფაქტურის მიხედვით, ფონდიდან კლუბ „დივას“ ანგარიშზე ჯამში 5 129 ლარი გადაირიცხა. გაურკვეველია, ვინ იყვნენ ის ადამიანები, რომლებიც ქალაქის ბიუჯეტის ხარჯზე საკუთარი გართობის თანხებს ფარავდნენ.

ქალაქის მთავრობამ „ძველი თბილისის რეაბილიტაციისა და განვითარების ფონდს“ 2005-11 წლების განმავლობაში 288 მილიონ ლარზე მეტი ბიუჯეტებიდან გადაურიცხა. დღეს ფონდი აღარ არსებობს. მიღებული თანხა ძველი თბილისის რეაბილიტაციისთვის, აღდგენისა და რესტავრაციისთვის უნდა დახარჯულიყო, თუმცა ანგარიშფაქტურებში ნათლად ჩანს, რომ თანხები არამიზნობრივად იხარჯებოდა. საია მერიას მიმართავს, გაასაჯაროვოს ფონდის მიერ გაწეული საქმიანობის ანგარიშები.

მერიაში კონკრეტულ საკითხზე და ანგარიშფაქტურებზე კომენტარს არ აკეთებენ. კომენტარს არც სახელმწიფო აუდიტის სამსახური აკეთებს იმ მიზეზით, რომ კონკრეტული ფაქტი შესწავლილი არ არის.

ვიდეოსიუჟეტი

პალიტრა.ტვ

ახალი ამბები