კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

დავით ზილფიმიანი აცხადებს, რომ „პირველი სტერეოდან“ ყველაფერი გატანილია

13 ნოემბერი, 2012

ტელეკომპანია „პირველი სტერეოს“ ერთ-ერთი დამფუძნებელი დავით ზილფიმიანი ქონების დაზიანების საქმეზე სასამართლოში საქმის აღძვრას გეგმავს. მისი თქმით, დღეს, 12 ნოემბერს, ტელეკომპანიაში მისვლისას შენობა გაძარცვული დახვდა.

„ტექნიკა, კომუნიკაციები - აბსოლუტურად ყველაფერი გატანილია ტელეკომპანიიდან. ჯერჯერობით ვერ გეტყვით ზუსტად რა ოდენობის ზარალია. ერთი მონიტორიც კი არ დამხვდა შენობაში. მუშაობის დაწყებასაც ვერ შევძლებთ, რადგან ამ ყველაფრის აღდგენის არც ტექნიკური და არც ფინანსური რესურსი არ მაქვს“, - განუცხადა Media.Ge-ს ზილფიმიანმა.

მან 12 ნოემბერს შენობაში შესვლა ადვოკატთან ერთად სცადა. ტელეკომპანია „მეცხრე არხის“ ცნობით, ზილფიმიანს კრიმინალური პოლიციის გამოძახება დასჭირდა, რომ დაცვის სამსახურს შენობაში შესვლის უფლება მიეცა.  ზილფიმიანი ვარაუდობს, რომ საწყობები და გადამცემებიც გაძარცვული დახვდება. საქმეს კრიმინალური სამსახური იძიებს.

დავით ზილფიმიანი ტელეკომპანია „პირველი სტერეოს“ 22 პროცენტს ფლობს. მასთან ერთად ტელეკომპანიის მფლობელები არიან მარკო კუპოლეტი (10 პროცენტი), ლუკა სევერინი - (3 პროცენტი) და ვასილ კობაიძე - 65 პროცენტი.

სწორედ ვასილ კობაიძემ ზილფიმიანი 2012 წლის მაისში ტელეკომპანიის დირექტორის თანამდებობიდან გადააყენა. ზილფიმიანის მტკიცებით, ეს არაკანონიერად მოხდა, რადგან ვასილ კობაიძე, ტელეკომპანიაში იმ რაოდენობის წილს არ ფლობდა, რომ  მისი“გადაყენება“  შესძლებოდა.

2012 წლის 8 ნოემბერს კი საქალაქო სასამართლომ პარტნიორთა კრების ოქმი, რომლის მიხედვითაც ზილფიმიანი თანამდებობიდან გადააყენეს, ბათილად სცნო.

Media.ge

ახალი ამბები