კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

ტყიბულში წაბლის ხეების გაჩეხვის საკითხს კომისია შეისწავლის

30 ნოემბერი, 2012

27 ნოემბერს ტყიბულს რაიონს გარემოს დაცვის მინისტრის პირველი მოადგილე ნინო შარაშიძე, ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროსა და საქართველოს პარლამენტის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტების წარმომადგენლები ეწვივნენ. მათთან ერთად იმყოფებოდა ტყიბულის მაჟორიტარი დეპუტატი ელისო  ჩაფიძე.

მათ ერთ-ერთი დასაწყობების ადგილზე მოჭრილი წაბლის ხეები მოინახულეს. „აქ ნათლად ჩანს როგორი სანიტარული ჭრა არის ჩატარებული.  ფაქტობრივად საღი ხეებია მოჭრილი. არანაკლებ ცუდი ვითარებაა თავად ქალაქის ტერიტორიაზე, სადაც ასევე უკანონო ჭრა მიმდინარეობს“, - განაცხადა ელისო ჩაფიძემ.

გარემოს დაცვის მინისტრის პირველი  მოადგილის ნინო შარაშიძის განცხადებით, შეიქმნება კომისია, რომელიც შეამოწმებს, რამდენად მართებულად ხორციელდება სანიტარული ჭრა.

გარემოს დაცვის ყოფილი მინისტრი გოგა ხაჩიძე კი განსხვავებულ აზრს აფიქსირებს:  „ყველა ის ხეა მოჭრილი რომელიც დაავადებულია. ეს ჭრა მიზნობრივია, რათა ჯანსაღი ხეები არ დაავადდეს“.

მარი ტაბიძე, ტყიბული

ახალი ამბები