კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

საგამოძიებო სამსახურმა ფარული სატელეფონო საუბრის მოსმენა-ჩაწერების უფლების დამადასტურებელი დოკუმენტაცია გამოაქვეყნა

20 დეკემბერი, 2012
 
„ნაციონალური მოძრაობის“ გენერალური მდივანი და ყოფილი პრემიერი ვანო მერაბიშვილი ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის მიერ მისი სატელეფონო საუბრის ჩანაწერის გამოქვეყნებას იმის დეკლარირებად მიიჩნევს, რომ უსმენენ. 

როგორც მერაბიშვილმა „ნაციონალური მოძრაობის“ ოფისში 20 დეკემბერს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, შეჩვეულია იმას, რომ ტელეფონში სერიოზულ თემებზე არ უნდა ისაუბროს. 

„ის ჩანაწერი, რომელიც გამოაქვეყნეს სრულიად ეწინააღმდეგებოდა გამოძიების ვერსიას. სატელეფონო ჩანაწერების გამოქვეყნებას და იმას, რომ სერიოზულ თემებზე ტელეფონით არ უნდა ვისაუბრო, კარგა ხანია შეჩვეული ვარ. გარდა ამისა, მას შემდეგ, რაც სახელმწიფო თანამდებობებზე აღარ ვმუშაობ, დასამალი აღარაფერი მაქვს. ყველაფერზე თავისუფლად შემიძლია საუბარი. ამ სატელეფონო ჩანაწერის გამოქვეყნება კი იყო იმის დეკლარირება, რომ გვისმენენ“, - აღნიშნა ვანო მერაბიშვილმა.

ამ განცხადების პარალელურად ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა საჯარო გახადა ის საიდუმლო დოკუმენტაცია, რომლის საფუძველზეც საგამოძიებო სამსახურს ფარული სატელეფონო საუბრის მოსმენა-ჩაწერების უფლება მიენიჭა. 

აღნიშნული დოკუმენტაცია წარმოადგენს სასამართლოს, კერძოდ, მოსამართლე ვ. ფუხაშვილის ბრძანებას, რომლის საფუძველზეც ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურს პროკურორ ლ. მარშავას შუამდგომლობის საფუძველზე სატელეფონო საუბრების ფარული მიყურადების და ჩაწერის უფლება შპს „ელენდეფ-სერვისის“ დირექტორის, გიორგი ნემსიწვერიძის ცრუმეწარმეობასთან დაკავშირებული სისხლის სამართლის საქმეზე მიმდინარე გამოძიების ფარგლებში მიენიჭა. მოსამართლის ბრძანების საფუძველზე, აღნიშნული უფლებით სარგებლობა საგამოძიებო სამსახურს 2012 წლის 10 ნოემბრიდან 2013 წლის 10 იანვრამდე შეუძლია. 

საგამოძიებო სამსახურმა კიდევ ერთი დოკუმენტი გამოაქვეყნა, რომლის საფუძველზეც ფარული მოსმენა-ჩაწერის უფლება უწყებამ კახა დამენიას ტელეფონის ნომერზეც მოიპოვა. აღნიშნული დოკუმენტი წარმოადგენს საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ტ. ტაბატაძის ბრძანებას, რომლის მიხედვითაც დაკმაყოფილდა პროკურორ ლ. ფანჩულიძის შუამდგომლობა და საგამოძიებო სამსახურს კახა დამენიას ტელეფონის მოსმენის უფლება მიმდინარე წლის 12 ნოემბრიდან 2013 წლის 12 იანვრამდე მიენიჭა. დოკუმენტის მიხედვით, აღნიშნული შუამდგომლობა პროკურორმა ფანჩულიძემ ნემსიწვერიძის წინააღმდეგ, სისხლის სამართლის საქმეზე დაწყებული გამოძიების ფარგლებში მართლსაწინააღმდეგო საქმიანობის კავშირში მყოფი პირების გამოსავლენად დააყენა.

ინტერპრესნიუსი

ახალი ამბები