კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

ლანჩხუთელების თქმით, მუნიციპალიტეტის ბალანსზე არსებული ავტომანქანა ყოფილ გამგებელს ემსახურება

10 იანვარი, 2013

ნინო მშვიდობაძე, გურია

ლანჩხუთელები ამბობენ, რომ მუნიციპალიტეტის ბალანსზე დარიცხული BMW-ს მარკის ავტომობილით  ყოფილი გამგებელი, გიოგი გოგუაძე და მისი ოჯახი სარგებლობს. გოგუაძე, რომელიც საპარლამენტო არჩევნებში ნაციონალური მოძრაობის კანდიდატიც იყო,  ამავე პარტიის ადგილობრივი ორგანიზაციის ლიდერად დღემდე რჩება.

ლანჩხუთელების თქმით, მუნიციპალიტეტის მანქანით ხშირად სარგებლობს როგორც თავად გოგუაძე, ისე მისი მეუღლე, მარინა მშვიდობაძეც, რომელიც ლანჩხუთის წმინდა იოანე ნათლისმცემლის სახელობის სასულიერო გიმნაზიაში ზედამხედველად მუშაობს. მოსახლეობა ამბობს, რომ ეს მანქანა, ყოფილი გამგებლის მეუღლეს,  სახლში ხშირად  აკითხავს და სამსახურამდე მიჰყავს ხოლმე.

რატომ სარგებლობენ საკრებულოს მანქანით ყოფილი გამგებელი და მისი მეუღლე? ამ კითხვით საკრებულოს თავმჯდომარეს, რევაზ ჩიტიძეს მივმართეთ. მან თქვა, რომ ამ ფაქტის შესახებ აარფერი სმენია და მის მოადგილესთან, ზვიად აფხაზავასთან გადაგვამისამართა, რომელმაც ყოფილი გამგებლის მიერ მუნიციპალიტეტის ბალანსზე არსებული მანქანით სარგებლობის ფაქტი კატეგორიულად უარყო.

„ყოფილი გამგებელი ამ მანქანით არ სარგებლობს. ლანჩხუთელები ვართ და შეიძლება, ყოფილი გამგებელი ჩვენს მძღოლს გზაზე შეხვდა, მძღოლმაც გაუჩერა და გაიყოლა. ამდენი წელი ერთად მუშაობდნენ და რა პრობლემაა,  თუ გაიყოლა.“ - ამბობს აფხაზავა.

რამდენად კანონიერია ყოფილი გამგებლის მიერ მუნიციპალიტეტის ბალანსზე არსებული ავტომობილით სარგებლობა? ამ კითხვით, საქართველოს დემოკრატიული განვითარების კავშირის წარმომადგენელს, ირაკლი პაპავას მივმართეთ:

„მუნიციპალიტეტის ბალანსზე დარიცხული ავტომანქანა, როგორც წესი, მუნიციპალიტეტში დასაქმებული საჯარო მოხელის გადაადგილებას უნდა ემსახურებოდეს.ის ფაქტი, რომ ეს მანქანა რომელიმე ყოფილ საჯარო მოხელეს, ამ შემთხვევაში ყოფილ გამგებელსა და მის მეუღლეს ემსახურება,  ვერანაირად ვერ თავსდება კანონის მოთხოვნათა ჩარჩოში.“ - ამბობს პაპავა.

ჩვენ მიერ მუნიციპალიტეტიდან გამოთხოვილი საჯარო ინფორმაციით ირკვევა, რომ დღეისათვის,  მუნიციპალიტეტის ბალანსზე 11 ავტომანქანა ირიცხება. გასულ წელს კი, საწვავისთვის ბიუჯეტიდან 76 490 ლარი გამოიყო.

ახალი ამბები