კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

თბილისის ადამიანის უფლებათა სახლი შშმ პირების უფლებების დარღვევასთან დაკავშირებით პრესკონფერენციას გამართავს

თბილისის ადამიანის უფლებათა სახლი შშმ პირების უფლებების დარღვევასთან დაკავშირებით პრესკონფერენციას გამართავს

თბილისი, 12 თებერვალი, 2013
„ადამიანის უფლებათა სახლი“
მელიტონ ქანთარიას 11ა
თბილისი, საქართველო
ტელ: (+ 995 32) 214 80 94
http://www.humanrightshouse.org/ 


ოთხშაბათს, 13 თებერვალს, 15:00 საათზე, ფონდ ღია საზოგადოება საქართველოს ოფისში (მისამართი: ჭოველიძის ქ. 10), თბილისის ადამიანის უფლებათა სახლი ორგანიზაცია “დამოუკიდებელი ცხოვრების ახალგაზრდული ცენტრის” წარმომადგენლებთან ერთად პრესკონფერენციას გამართავს.

პრესკონფერენციაზე შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირები და მათი ადვოკატები მიმდინარე სასამართლო დავების შესახებ ისაუბრებენ და ჟურნალისტებს უფლებათა დარღვევის კონკრეტულ ფაქტებს გააცნობენ.

კერძოდ, სამშაბათს, 12 თებერვალს არასამთავრობო ორგანიზაციების ადამიანის უფლებათა სახლის და “კონსტიტუციის 42-ე მუხლის” დაცვის ქვეშ მყოფი მოქალაქის „დამოუკიდებელი ცხოვრების ახალგაზრდული ცენტრის“ დირექტორის, შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირის კობა ნადირაძის საქმეზე თბილისის საქალაქო სასამართლომ უარყოფითი გადაწყვეტილება გამოიტანა, რითიც უარი გვეთქვა სარჩელის დაკმაყოფილებაზე, სადაც „ადამიანის უფლებათა სახლი“ შშმ პირებისთვის საზოგადოებრივი დაწესებულებების შენობებისა და ტრანსპორტის ადაპტაციას ითხოვდა.

ღონისძიება ტარდება თბილისის ადამიანის უფლებათა სახლის პროექტის, “უფასო იურიდიული დახმარება საქართველოს სოციალურად დაუცველი მოსახლეობისთვის” ფარგლებში. პროექტი ხორციელდება ევრაზიის თანამშრომლობის ფონდის პროექტის ფარგლებში, "'სასამართლო ინიციატივა დამოუკიდებელი მართლმსაჯულებისთვის“, რომელიც დაფინანსებულია ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს მიერ, აღმოსავლეთ-დასავლეთის მართვის ინსტიტუტის მეშვეობით.