პარლამენტარები ერთთვიან მორატორიუმს აცხადებენ
17.09.2013
შორენა კაკაბაძე, იმერეთი
ოქტომბრის თვეში პარლამენტი მუშაობას დროებით შეწყვეტს, ხოლო პარლამენტარები წინასაარჩევნო პროცესებში აქტირად ჩაერთვებიან - ამის შესახებ განცხადებას პარლამენტის უმრავლესობის წევრები აკეთებენ.
გადაწყვეტილება საქართველოს კონსტიტუციაზე დაყრდნობით, საპარლამენტო უმრავლესობამ პარლამენტის თავმჯდომარესთან დავით უსუფაშვილთან კონსულტაციის შემდეგ მიიღო.
ერთთვიან მორატორიუმამდე კი, პარლამენტარებს დატვირთული გრაფიკით მოუწევთ მუშაობა. საკანონმდებლო ცვლილებებზე, რომელიც საქართველოს კონსტიტუციაში პრემიერის უფლებამოსილების შეზღუდვის, ასევე, ქვორუმის განსაზღვრის კუთხით უნდა შევიდეს, პარლამენტი სექტემბრის თვეში იმსჯელებს.
საკანონმდებლო ორგანოში აცხადებენ, რომ სხვა მნიშვნელოვან კანონპროექტებს პარლამენტი 27 ოქტომბრის საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ განიხილავს.
დატოვეთ თქვენი კომენტარი
სხვა სიახლეები
გამოკითხვა
ბლოგი
მე აფხაზეთში მელიან
ვრცლად...
მორიგების მორიგი შეთავაზება
ძალადობის მსხვერპლი ქალები
რედაქტორის აზრი
ხელისუფლებისგან მივიწყებული ვეტერანები
ვრცლად...
უიმედოთა სოფელი
რა დაემართა სამართლიანობის აღდგენის ოცნებას