კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

„ქართული ოცნების“ ლანჩხუთის ორგანიზაციის რამდენიმე წევრი გამგებლის მოადგილის გადადგომას ითხოვს

25 სექტემბერი, 2013
 
ნინო მშვიდობაძე, გურია

ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის გამგებლის მოვალეობის შემსრულებელს, ზაზა ურუშაძეს „ქართული ოცნების“ ადგილობრივი ორგანიზაციის რამდენიმე წევრმა, ნუგზარ ცინცაძემ, ნუგზარ ჩხაიძემ და მაია ჩხაიძემ მოადგილის, ვახტანგ ზენაიშვილის თანამდებობიდან გათავისუფლება მოსთხოვა.

მათი თქმით, ზენაიშვილი ნაციონალურ მოძრაობასთანაა შეკრული:

„ზენაიშვილი არ ერიდება ნაციონალებთან ურთიერთობას. უფრო მეტიც, მათთან ერთად რესტორნებში ქეიფობს კიდეც. ჩვენ ამას ვერ შევურიგდებით. ნაციონალების „პარპაშის“ დრო ერთხელ და სამუდამოდ უნდა დასრულდეს", –  ამბობს ნუგზარ ცინცაძე.
 
აღნიშნულთან დაკავშირებით ვახტანგ ზენაიშვილმა პრესკონფერენცია გამართა და საზოგადოებას განცხადებით მიმართა. იგი ნაციონალურ მოძრაობასთან ყოველგვარ კავშირს კატეგორიულად უარყოფს:

„რატომღაც „ქართული ოცნების“  რამდენიმე წევრი „თავისუფალი დემოკრატების“ ადგილობრივ ორგანიზაციას გვიპირისპირდება. გავიგე, რომ გამგებელთან იყვნენ ჩემი გადადგომის მოთხოვნით. ვთქვათ და არ დააკმაყოფილა გამგებელმა მათი მოთხოვნა, რას იზამენ? „დივიზიებს“ დაძრავენ ჩვენ წინააღმდეგ? იქნებ „იმ უთვალავ“ მხარდამჭერს მოუხმობენ, მათ უკან რომ დგას? მე ვფიქრობ, რომ რაიონის პოლიტიკური სპექტრი დიდი ხანია უნდა გათავისუფლებულიყო ასეთი ადამიანებისგან, ამის შესახებ ადრეც ვწერდი“,  – აღნიშნავს ზენაიშვილი.

გამგებლის მოვალეობის შემსრულებელი ზაზა ურუშაძე კი, აცხადებს, რომ არ აპირებს ვინმეს აზრი გაიზიაროს და ზენაიშვილი თანამდებობიდან გაათავისუფლოს:

„ნამდვილად არ ვაპირებ ვიღაცების გამო თანამდებობიდან გავათავისუფლო ჩემი მოადგილე“, – განაცხადა ურუშაძემ.

ახალი ამბები