კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

დავითაშვილი კახეთში ამომრჩევლებს შეხვდა

18 ოქტომბერი, 2013
მიხეილ მამალაშვილი, კახეთი

პრეზიდენტობის კანდიდატი კობა დავითაშვილი წინაასარჩევნო კამპანიის ფარგლებში გურჯაანის მოსახლეობას შეხვდა. მან ამომრჩევლებს საკუთარი პროგრამა გააცნო და არჩევნებზე მისვლისკენ მოუწოდა.

მისი განცხადებით, დახმარებები ოჯახის შემოსავლის რაოდენობით, ხოლო პენსია სტაჟისა და დამსახურების მიხედვით უნდა განისაზღვროს. 

"ჩემი პროგრამა უცვლელია რასაც დავპირდი ხალხს იმისთვის ვიბრძვი ჯერ კიდევ ნაციონალური მოძრაობიდან მოყოლებული. ეს არის ანაბრების დაბრუნება, პენსია სტაჟის და დამსახურების მიხედვით, მცირე მეწარმეები გადასახადისგან გათავისუფლება და ჯანდაცვის პროგრამა” - აღნიშნა საპრეზიდენტო კანდიდატმა.

დავითაშვილის განცხადებით მთავარი ის კი არ არის, ესა თუ ის კანდიდატი რას პირდება მოსახლეობას, არამედ ის,რისი გამკეთებელია ის სინამდვილეში.

მისი აზრით, სასოფლო სამეურნეო მიწის ნაკვეთებს მხოლოდ საქართველოს მოქალაქეები უნდა ფლობდნენ. შესაბამისი საკანონმდებლო წინადადების ინიცირებისთვის იგი ხელმოწერებს უკვე აგროვებს.

ახალი ამბები