კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

საკრებულოს წევრი ნაციონალების დასაქმებას აპროტესტებს

27 იანვარი, 2014
 
ნინო მშვიდობაძე, ლანჩხუთი

ლანჩხუთის საკრებულოს წევრმა და ფრაქცია „ქართული ოცნება-დემოკრატების“ თავმჯდომარემ მაკა კვირკველიამ ჟურნალისტებისთვის ბრიფინგი გამართა, რომლის მთავარი აზრი ნაციონალებისათვის გამგებლისა და საკრებულოს თავმჯდომარის მხრიდან საგანგებო შტატების შემოღების შესახებ საზოგადოების ინფრომირება  იყო.

„ლანჩხუთის მუნიციპალიტეტში იმ ადამიანებს ასაქმებენ, რომლებიც დღესაც ნაციონალების მხარდამჭერები არიან. ეს არ არის პირველი შემთხვევა, მსგავსი სიტუაცია მანამდეც იყო. იმ ფონზე, როდესაც ბიუჯეტს არა აქვს  სახსრები, რომ აიყვანოს დამატებითი კადრები, როცა ლანჩხუთის ადმინისტრაციული შენობა გადაჭედილია, სკამიც კი აღარ არის საკმარისი, კონკრეტულ ადამიანებზე მიმდინარეობს სამსახურების მორგება. საუბარია იმაათზე, რომლებიც ,ნაციონალების“  ძალიან აქტიური მხარდამჭერები და ყოფილი გამგებლის, გია გოგუაძის მარჯვენა ხელი იყვნენ ყველა არჩევნებში. ჩემთვის გასაოცარია ის ფაქტი, რომ ამ ადამიანების დანიშვნას და წინ წაწევას ხელს უწყობენ ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის პირველი პირები, ისინი ვინც არიან აღმასრულებელი და წარმომადგენლობითი ორგანოს ხელმძღვანელები“, -  განაცხადა კვირკველიამ. 
 
მისივე თქმით, საკრებულოს თავმჯდომარე რამდენიმე ხნის წინ ხელშეკრულებას უფორმებდა ყოფილ ნაციონალს, თუმცა, როგორც კვირკველია ამბობს, კონკრეტულად მისი და ფრაქცია „რესპუბლიკელების“ ჩარევის შემდე, რომლის წევრიც არის საკრებულოს თავმჯდომარე, ხელშეკრულება არ გაფორმდა.  მისი თქმით, მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელმა პირებმა, რომლებიც ახალი ხელისუფლების სახელით არიან მოსული თანამდებობაზე, ასეთი რამ არ უნდა გააკეთონ: „მორალურ პასუხისმგებლობას ვგრძნობ ყველა იმ ლანჩხუთელის წინაშე, რომელიც ჩვენს გვერდით იბრძოდა და დღეს დაუსაქმებელია. ამ ფონზე ნაციონალებისთვის კომფორტის შექმნა არ მიმაჩნია მართებულად. იქნებ იმ ადამიანებში გვეძებნა სათანადო კანდიდატი და ის ადამიანები დავასაქმოთ, რომლებმაც საფრთხე შეუქმნეს საკუთარ სიცოცხლეს და ოჯახს. არც საკრებულოს თავმჯდომარესთან და არც გამგებელთან პირადი დაინტერესება არ გამაჩნია, ორივეს დიდ პატივს ვცემ, მაგრამ  ჩვენ ყველას გვაქვს პოლიტიკური ვალდებულება იმ ადამიანების წინაშე, ვინც დღესაც ქუჩაშია“,  - თქვა მაკა კვირკველიამ. 

Humanrights.ge  კომენტარისთვის საკრებულოს თავმჯდომარე ამირან გიგინეიშვილს დაუკავშირდა: „არავინ დაგვისაქმებია და არავისთან გაგვიფორმებია ხელშეკრულება. ჩვენთან არაერთი ადამიანი მოდის დასაქმების თხოვნით, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ ყველას ვასაქმებთ. რომ გვდებს ბრალს, ხომ უნდა იყოს დადასტურებელი? არ არის დანიშნული არავინ“. 

ახალი ამბები