კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

რუსეთში გასატანი ხილ-ბოსტნეული დელეგაციამ შეამოწმა

8 ივლისი, 2014
 
მიხეილ მამალაშვილი, კახეთი

კახეთში რუსი სპეციალისტების 4-კაციანი დელეგაცია იმყოფებოდა. მათ რამდენიმე დღის განმავლობაში საექსპორტოდ გამზადებული ხილისა და ბოსტნეულის ფიტოსანიტარიულ კონტროლი ჩაატარეს. პროცედურა სატრანსპორტო საშუალებებში პროდუქციის ჩატვირთვამდე განხორციელდა.

შემოწმება იმ ხილს და ბოსტნეულს შეეხო, რომლის ექსპორტიც რუსეთში იგეგმება. წინასწარი ვერსიით, სიაშია: პომიდორი, კიტრი, კომბოსტო, ბადრიჯანი, ბალი, ალუბალი, გარგარი, ატამი, ქლიავი, ხურმა, კივი და კენკროვნები, რომლის ექპორტსაც რუსები აპირებენ. 

სურსათის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით,  „როსსელხოზნადზორის" 4-კაციანი დელეგაციის სტუმრობა საქართველოში სააგენტოს უფროსის, ზურაბ ჩეკურაშვილისა და რუსეთის ფედერაციის ვეტერინარული და ფიტოსანიტარიული ზედამხედველობის ფედერალური სამსახურის ხელმძღვანელის მოადგილის, ალექსი საურინის მოლაპარაკების შედეგად გადაწყდა.  

„აღნიშნულმა პროდუქციამ საექსპორტო პარტიების ფორმირებამდე უნდა გაიაროს ფიტოსანიტარიული კონტროლი, რაც დაადასტურებს, რომ ქართული პროდუქტი ფიტოსანიტარიულ რისკებს არ შეიცავს. სურსათის ეროვნული სააგენტო მოუწოდებს ფერმერებს, ნუ ეცდებიან ხილ-ბოსტნეულის თვითნებურად გატანას რუსეთის ფედერაციაში და საჭირო პროცედურების გასავლელად მიმართონ შესაბამის სამსახურებს", - აცხადებენ სააგენტოში.

ახალი ამბები