კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

ადამიანის უფლებათა ცენტრის დახმარებით, მოქალაქემ შრომითი უფლება აღიდგინა

9 ივლისი, 2014
 
ადამიანის უფლებათა ცენტრი

ადამიანის უფლებათა ცენტრის დახმარებით მოქალაქე თეიმურაზ ციხელაშვილმა სასამართლოს გზით აღიდგინა დარღვეული შრომითი უფლება. იგი წლების განმავლობაში ხელმძღვანელ თანამდებობებზე მუშაობდა სს „მადნეულში“ (ამჟამად - RMG Copper), საიდანაც უკანონოდ გაანთავისუფლეს 2012 წელს „ქართული ოცნების“ მხარდაჭერის გამო. 

ადამიანის უფლებათა ცენტრმა სარჩელით მიმართა ბოლნისის რაიონულ სასამართლოს, რომელმაც დააკმაყოფილა სასარჩელო მოთხოვნა და თეიმურაზ ციხელაშვილი აღადგინა მოპასუხე ორგანიზაციაში მსგავს თანამდებობაზე. ამავე დროს, მოპასუხე ორგანიზაციას, მიუღებელი ხელფასის სახით, დაეკისრა 83 000 ლარის გადახდა. 

პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება RMG Copper-მა თბილისის სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრა. 

4 ივლისს სააპელაციო სასამართლომ არ დააკმაყოფილა აპელანტის მოთხოვნა და ძალაში დატოვა ბოლნისის რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება, რომლის მიხედვითაც თეიმურაზ ციხელაშვილი უნდა აღდგეს სამსახურში მსგავს თანამდებობაზე და ამავე დროს, მას უნდა აუნაზღაურდეს განთავისუფლების პერიოდში მიუღებელი ხელფასი. 

ახალი ამბები