კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

საკრებულო პრემიების გაცემის ფაქტს უარყოფს

7 აგვისტო, 2014
 
შორენა კაკაბაძე, ქუთაისი 

„საჯარო სამსახურის შესახებ საქართველოს კანონში“ ცვლილებები იგეგმება, რომლის მიხედვით პოლიტიკური თანამდებობის პირებზე პრემიები არ გაიცემა. ინიციატივის ავტორი საქართველოს პარლამენტის უმრავლესობის წევრი თინათინ ხიდაშელია. მისი განმარტებით, „აუცილებელი არაა ქალაქის მერები, გამგებლები, საკრებულოს დეპუტატები, პარლამენტის წევრები თუ სხვა თანამდებობის პირები ყოველთვე პრემიებს იღებდნენ“.

პრემიებზე საუბრისას ხიდაშელმა ქუთაისის საკრებულოც ახსენა, რასაც აღნიშნული უწყების წარმომადგენელთა მხრიდან საპასუხო რეაქცია მოჰყვა.

„ქუთაისის საკრებულოს წევრებს პრემიები არ მიუღიათ. თუმცა, თუ ეს საკითხი გადაიხედება და ადამიანები დამსახურების მიხედვით მიიღებენ სახელფასო დანამატს, ამაში ცუდი არაფერია. მთავარია, თითოეული დეპუტატის თუ ნებისმიერი თანამდებობის პირის ხელფასი და პრემია გასაჯაროვდეს,“ - აცხადებს ქუთაისის საკრებულოს უმრავლესობის წევრი ნატო ქათამაძე.

ქუთაისის ადგილობრივი თვითმმართველობის გადაწყვეტილებით, საკრებულოს წევრები პრემიებს წლის მანძილზე ორჯერ მიიღებენ.

„თუ აქამდე ეს ადამიანები წელიწადში სამჯერ იღებდნენ პრემიას, ამიერიდან ორჯერ მიიღებენ. ამით ქალაქის ბიუჯეტიდან ჩვენ 300 000 ლარს დავზოგავთ. ეს თანხა კი, სხვა, უფრო მნიშვნელოვანი საკითხების გადაჭრას მოხმარდება,“ - აცხადებს ქუთაისის ვიცე-მერი ნოდარ მიქიაშვილი. 

ახალი ამბები