კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

კახეთის დროებითი მოთავსების იზოლატორის უფროსმა მოქალაქე ცემა

17 სექტემბერი, 2014
 
კახეთის საინფორმაციო ცენტრი

კახეთის რეგიონალური დროებითი მოთავსების იზოლატორის უფროსს ნუკრი კიკილაშვილს მოქალაქის ცემის გამო უფლებამოსილება შეუწყდა. შსს-ს ინფორმაციით, კიკილაშვილი ფიზიკურად წნორში, ერთ-ერთი რესტორნის მფლობელს ივანე ჯალიაშვილს გაუსწორდა. ჯალიაშვილის მეუღლის თქმით, მის ქმარს დაზიანებები სახისა და გულმკერდის არეში აქვს მიყენებული.

როგორც კახეთის საინფორმაციო ცენტრს ივანე ჯალიაშვილის მეუღლემ სოფო აკოფაშვილმა განუცხადა, კიკილაშვილმა ერთი წლის წინ მათ რესტორანში შვილს დაბადების დღე გადაუხადა, თუმცა საფასური - 570 ლარი ამ დრომდე არ გადაუხდია.

„ერთი წლის წინ, კიკილაშვილი მოვიდა რესტორანში და გვითხრა, რომ შვილის ოქროს დაბადების დღის გადახდა სურდა და ფულს თვის ბოლოს, ხელფასის აღებისთანავე მოგვცემდა. მას შემდეგ, იმის გამო, რომ პროცენტიანი ვალი გვაქვს, ჩემი მეუღლე თითქმის ყოველკვირა ახსენებდა ვალს. ბოლოს რომ დაურეკა, უთხრა, კვირას მარშუტკას გავყიდი და ფულს ორშაბათს მოგცემო. ჩემმა მეუღლემ დაურეკა და ეს დაპირება შეახსენა. მანაც უთხრა, ჩამოდი და მოგცემო. ჩემმა მეუღლემ რომ მიაკითხა, ნასვამი ყოფილა, მანქანა გვერდზე გადაუყენებინებია, უთქვამს, ბიჭო რა ფულს მთხოვო და დაურტყამს. ჩემს ქმარს  გულის ოპერაცია აქვს გაკეთებული და იმ ადგილასაც დაარტყა. შაქარიც აქვს და ამის გამო, კომაში ჩავარდა. ახლაც თავის ტკივილები აქვს, საავადმყოფოში ყოველდღე კონტროლზე დავდივართ“, - განუცხადა კახეთის საინფორმაციო ცენტრს სოფო აკოფაშვილმა.

შს სამინისტროს ინფორმაციით, მომხდართან დაკავშირებით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 125–ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს, რაც ცემას გულისხმობს.

ნუკრი კიკილაშვილი კახეთის რეგიონალური დროებითი მოთავსების იზოლატორის უფროსად 2012 წლის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ დაინიშნა. წინასაარჩევნო პერიოდში ის „ქართული ოცნების“ აქტივისტი იყო. 2012 წლის 2 სექტემბერს, კიკილაშვილმა „ნაციონალური მოძრაობის“ წევრ ნათია მირიანაშვილს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა, რის შემდეგაც პოლიციამ დააკავა. კიკილაშვილი სასამართლომ ჯარიმის  სანაცვლოდ გაათავისუფლა.

ახალი ამბები