კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

სახალხო დამცველი ზესტაფონელთა პრობლემებით დაინტერესდა

16 ოქტომბერი, 2014
 
შორენა კაკაბაძე, იმერეთი

სახალხო დამცველი ზესტაფონში, ფეროშენადნობი ქარხნის თანამშრომლებს შეხვდა. არასათანადო სამუშაო პირობები, დაბალი ანაზღაურება და უსაფრთხოება - ეს ის საკითხებია, რომელზეც "ფეროს" მუშებმა 15 ოქტომბერს ომბუდსმენთან დაიჩივლეს.

"ჩვენ არაერთხელ მოგვმართეს ფეროშენადნობი ქარხნის თანამშრომლებმა და დახმარება გვთხოვეს. მიმართვაში ისინი ჩიოდნენ პრობლემებზე, რომელიც მათ სამუშაო პირობებს ახლავს. ჩვენი მიზანია, ადგილზე გავეცნოთ ამ საკითხებს, პრობლემებს, რომლებიც მათ აწუხებთ და შესაბამისად, დავსახოთ მათი გადაჭრის გზები," - განაცხადა უჩა ნანუაშვილმა. 

"ფეროს" მუშები უსაფრთხო სამუშაო პირობებს, ასევე, ზეგანაკვეთური სამუშაო საათების განსხვავებული ტარიფით ანაზღაურებას ითხოვენ. მათი განცხადებით, აღნიშნულ პრობლემებზე ქარხნის ადმინისტრაციას არაერთხელ მიმართეს, თუმცა უშედეგოდ.

სახალხო დამცველის გარდა "ფეროს" წარმომადგენელთა პრობლემები  15 ოქტომბერს, ზესტაფონში საქართველოს პროფკავშირების წარმომადგენლებმაც მოისმინეს.

ახალი ამბები