კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

კონკურსის გზით მერიაში დასაქმებულთა რიცხვი მცირდება

30 ოქტომბერი, 2014
 
შორენა კაკაბაძე, ქუთაისი 

შტატით გათვალისწინებული თანამშრომელი 340, შტატგარეშე - 35 - ასე განისაზღვრა ქუთაისის მერიაში რეორგანიზაციის შედეგად დასაქმებულთა საერთო რაოდენობა. აქედან ვაკანსია მხოლოდ 179 პოზიციაზეა გამოცხადებული და იგი ქალაქის ადგილობრივი თვითმმართველობის სამსახურების ხელმძღვანელებს არ ეხებათ.

„კონკურსი სამ ეტაპად ჩატარდება და იგი დოკუმენტების შერჩევის, ტესტირებისა და გასაუბრების ეტაპებს მოიცავს. საბუთების მიღება მხოლოდ ელექტრონული გზით მოხდება, რაც ყოველგვარ ეჭვს იმის შესახებ, რომ ვიღაცის პირადი მონაცემები მიიღეს და ვიღაცის არა, გააქარწყლებს. გარდა ამისა, კონკურსის დროს ხშირად  საუბრობდნენ იმაზე, რომ დოკუმენტაციის შეგროვების დროს აპლიკანტების საბუთები იკარგებოდა. ამჯერად ეს მომენტიც გამოირიცხება და კონკურსის მონაწილეს ყველა პირობა ექნება, რომ თავისი შესაძლებლობები მაქსიმალურად წარმოაჩინოს,“ - აცხადებენ ქუთაისის მერიაში.

რეორგანიზაციის შედეგად მერიაში დასაქმებულთა რიცხვი საგრძნობლად მცირდება, რაც ათობით ადამიანის უკმაყოფილებას იწვევს. ისინი საკუთარი პოზიციების გამყარებას სასამართლოს გზით აპირებენ.

ახალი ამბები