კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

ადამიანის უფლებათა ცენტრმა დაასრულა რამდენიმე საქმე ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში

21 ოქტომბერი, 2014
 
ადამიანის უფლებათა ცენტრი საქართველოს მოქალაქეთა სახელით აწარმოებდა საქმეებს ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში (Kobulidze v. Georgia; Japaridze v. Georgia; Marakvelidze v. Georgia). საჩივრები ეხებოდა ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-3 მუხლის (წამების აკრძალვა) დარღვევებს, რაც გამოიხატებოდა საქართველოს სახელმწიფოს მხრიდან მსჯავრდებულთა არასათანადო მკურნალობის განხორციელებაში. 

2014 წელს საქართველოს სახელმწიფომ ევროსასამართლოს წინაშე აღიარა, რომ ზემოაღნიშნულ მსჯავრდებულთა მიმართ ადგილი ჰქონდა სათანადო სამედიცინო მკურნალობის ხელმისაწვდომობის ხელყოფას. 

საქმეზე  - Kobulidze v. Georgia  მომჩივანსა და სახელმწიფოს შორის გაფორმდა მეგობრული მოგვარების დოკუმენტი, რომლის საფუძველზეც საქართველოს სახელმწიფომ განმცხადებელს გადაუხადა კომპენსაცია - 1000 (ათასი) ევროს ეკვივალენტი ლარში. 

საქმეზე - Japaridze v. Georgia საქართველოს სახელმწიფომ აღიარა კონვენციის მე-3 მუხლის დარღვევა, რაც გამოიხატა მსჯავრდებულის არასათანადო მკურნალობაში. სახელმწიფომ მომჩივანს გადაუხადა 4500 (ოთხიათას ხუთასი) ევრო ეკვივალენტი ლარში.

საქმეზე - Marakvelidze v. Georgia საქართველოს სახელმწიფომ აღიარა კონვენციის მე-3 მუხლის დარღვევა, რაც გამოიხატა მსჯავრდებულის არასათანადო მკურნალობაში. სახელმწიფომ მომჩივანს გადაუხადა 4500 (ოთხიათას ხუთასი) ევრო ეკვივალენტი ლარში.

ადამიანის უფლებათა ცენტრი მიესალმება სახელმწიფოს მხრიდან დაზარალებულ მოქალაქეებთან თანამშრომლობას და მიაჩნია, რომ მსგავსი მაგალითები მნიშვნელოვნად აჩქარებს როგორც სამართლის აღსრულების, ისე დაზარალებულთა კომპენსირების პროცესს.

ადამიანის უფლებათა ცენტრი
 

ახალი ამბები