კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

მოკლულის ახლობლები ბესელიასთან შეხვედრას ამაოდ ეცადნენ

12 ნოემბერი, 2014
 
შორენა კაკაბაძე, ქუთაისი
 
გლდანში მოკლული ჯემალ შელიას ნათესავებმა  ქუთაისში, პარლამენტის შენობის წინ აქცია გამართეს. 21 წლის შელია 2013 წლის 24 დეკემბერს, თბილისში, გლდანის მეორე მიკრორაიონში მოკლეს. საქმეში ბრალდებულები კი (მათ შორის ერთერთი ამნისტირებული), თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე გიორგი დარახველიძემ ცხრათვიანი პატიმრობის შემდეგ სასამართლო დარბაზიდან გაათავისუფლა.

ჯემალ შელიას ახლობლები მკვლელების დასჯას ითხოვენ და დახმარებას  პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარეს თხოვენ.

„არაფერს განსაკუთრებულს ჩვენ არ ვითხოვთ. უბრალოდ, გვსურს გამოძიება სამართლიანად ჩატარდეს და დამნაშავეები დაისაჯონ. არადა, პირიქით ხდება, მოსამართლე მკვლელებს სასამართლო დარბაზიდან ათავისუფლებს. ესაა სამართალი? ამისთვის ავირჩიეთ ეს მთავრობა, რომ მკვლელებს ხელი დააფაროს?“ - აცხადებენ შელიას ახლობლები.

ისინი პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარესთან შეხვედრას მთელი დღის მანძილზე ცდილობდნენ. როგორც გაირკვა, ეკა ბესელია მათ არ შეხვდა.

ახალი ამბები