კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

აქციის მონაწილეებმა ქალთა მიმართ ძალადობა დაგმეს

28 ნოემბერი, 2014
 
შორენა კაკაბაძე, ქუთაისი
 
„ერთად შევაჩეროთ ქალთა მიმართ ძალადობა“ - ამ მოწოდებით 25 ნოემბერს, ქუთაისში არასამთავრობო ორგანიზაციები და სტუდენტები გაერთიანდნენ. აქციაზე, რომელიც ქალაქის ცენტრში, მესხიშვილის თეატრის წინ გაიმართა, ხელი მოეწერა პეტიციას, რომელიც პრემიერ-მინისტრისა და პარლამენტის თავმჯდომარის სახელზე გაიგზავნება. 

„პეტიციაში საუბარია ქალთა მიმართ ძალადობის აღმოფხვრის მექანიზმებზე, იმაზე, რომ ამ მხრივ საქართველოში უმძიმესი ვითარებაა და სახელმწიფომ, შესაბამისმა უწყებებმა, სათანადო შრომა უნდა გაწიონ, რათა მდგომარეობა გაუმჯობესდეს“, - ითქვა აქციაზე, რომელსაც არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებისა და სტუდენტების გარდა რიგითი მოქალაქეებიც შეუერთდნენ.

აქციამდე აღნიშნულ თემას მრგვალი მაგიდა მიუძღვნა ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის ქუთაისის ფილიალმა. რაც შეეხება პეტიციას, ხელმოწერები გრძელდება, რის შემდეგაც იგი ქვეყნის პირველ პირებს გაეგზავნება.

ახალი ამბები