კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

საიას ქუთაისის ფილიალს ახალი თავმჯდომარე ჰყავს

12 მარტი, 2015
 
შორენა კაკაბაძე, ქუთაისი

ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის ქუთაისის ფილიალს ახალი თავმჯდომარე ჰყავს. საიას ქუთაისის ფილიალის რიგით მე-11 თავმჯდომარემ, გიორგი სანტურიანმა გიორგი ჭიქაბერიძე შეცვალა. ჭიქაბერიძე 2015 წლის 4 თებერვალს ცეკსოს წევრად აირჩეს.

„საიას აქვს წლების განმავლობაში ჩამოყალიბებული მკვეთრი ხედვა, მიზნები, სტრატეგიული განვითარების გეგმა. სწორედ ამ გეგმიდან გამომდინარე, ბუნებრივია, ყველა ის აქტივობა კვლავაც გაგრძელდება. ჩვენ უფრო მეტად შევეცდებით სიახლეებით განვავითაროთ ის მიზანი, რასაც ჰქვია კანონის უზენაესობა სამართლიანობისათვის. კერძოდ, შევეცდებით კვალიფიციური, უწყვეტი იურიდიული განათლების ხელშეწყობას სხვადასხვა მიმართულებით. ეს იქნება როგორც უფასო იურიდიული კონსულტაციები, ასევე, ტრენინგები, სემინარები, სტაჟირების განვითარება, დებატები, ეფექტური, ანგარიშვალდებული და გამჭვირვალე მმართველობის ხელშეწყობა“, - განაცხადა გიორგი სანტურიანმა.

საიას ქუთაისის ფილიალში, რომელიც 1996 წლის ნოემბრიდან ფუნქციონირებს, მუშაობს მედიის სამართლებრივი დაცვის ცენტრი. შესაბამისად, ამ მიმართულებით  აქტივობები ხორციელდება. 

„მედიასაშუალებების, კონკრეტული ჟურნალისტების მაგალითზე ჩვენ ბევრი საქმე გვაქვს წარმოებული. ეს არის შემთხვევები არა მხოლოდ ქუთაისის, არამედ სამეგრელოს მაგალითზე. გაგვიცია როგორც კონსულტაციები, ასევე, სხვადასხვა სამართლებრივი დახმარება. ამ მიმართულებით საკმაოდ კარგი შედეგები გვაქვს, რომელიც, როგორც წესი, ჩვენს ანგარიშებში აისახება“, - განაცხადა საიას ქუთაისის ფილიალის პროგრამების დირექტორმა, ნოდარ ჯიქიამ.

მისი განმარტებით, საიას, როგორც სათაო ოფისის, ისე ქუთაისის ფილიალის მთავარ პრიორიტეტად კვლავ რჩება ადამიანის უფლებების დაცვა და მიმართულებები დევნილთა, ტრეფიკინგის, ადგილობრივი თვითმმართველობების და სხვათა კუთხით.

ახალი ამბები