კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

სირიაში კიდევ ერთი პანკისელი მებრძოლი დაიღუპა

29 ივნისი, 2015
 
ლელა ხეჩოშვილი, კახეთი

სირიაში საომარი მოქმედებების დროს საქართველოს კიდევ ერთი მოქალაქე დაიღუპა. ახალგაზრდა 23 წლის თურფალ ბორჩაშვილია, ის სოფელ ძიბახევიდან იყო. 

როგორც humanrights.ge–ს ახმეტის მუნიციპალიტეტის გამგებლის წარმომადგენელმა, ჯოყოლოს ადმინისტრაციულ ერთეულში,  ოთარ მუთოშვილმა აცნობა,  ბორჩაშვილის გარდაცვალების შესახებ სოფელში გუშინ, გვიან ღამით, შეიტყვეს. მისივე თქმით, ბორჩაშვილი 6 თვის წინ თურქეთში გადავიდა სამუშაოდ, სირიაში როგორ მოხვდა ამის შესახებ ინფორმაცია არ აქვთ.
 „ეს ახალგაზრდები როგორ ხვდებიან სირიაში არ ვიცი, ბორჩაშვილის მშობლებიც არაფერს არ ამბობენ. უბედურება იმაშია, რომ ბრძოლაში გარდაცვლილებიც ვერ ჩამოგვისვენებია, ასე იქნება ბორჩაშვილის შემთხვევაშიც“, - განაცხადა ოთარ მუთოშვილმა.

სირიაში დაახლოებით 80–ზე მეტი პანკისელი  ახალგაზრდა იბრძვის, სხვადასხვა შეტაკების დროს  11 ახალგზრდა გარდაიცვალა.  23 წლის თურფალ ბორჩაშვილი მეთორმეტეა მათ შორის, ვინც პანკისიდან სირიაში ტერორისტულ დაჯგუფება ISIS-თან ერთად საბრძოლველად წავიდა და დაიღუპა.

ახალი ამბები