კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

ადამიანის უფლებათა ცენტრის მიმართვა სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრს

20 ივლისი, 2015
 
ადამიანის უფლებათა ცენტრი შეშფოთებას გამოთქვამს #7 სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მოთავსებული პატიმრის, რატი მაისურაძის მძიმე ჯანმრთელობის მდგომარეობისა და სად-ის #7 დაწესებულებაში არსებული გაუსაძლისი პირობების გამო.

მსჯავრდებულ რატი მაისურაძეს აქვს გულის მძიმე დაავადება. ექიმმა დაუნიშნა ინტენსიური ვარჯიში და სუფთა ჰაერზე ხანგრძლივად ყოფნა, რაც შეუძლებელია სად-ის #7 დაწესებულებაში, არასათანადო ინფრასტრუქტურისა და გაუსაძლისი ფიზიკური გარემოს გამო.

როგორც მსჯავრდებული განმარტავს, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა დღითიდღე უარესდება. 
რატი მაისურაძეს აწუხებს უჰაერობა, ესაჭიროება გულზე დამატებითი გამოკვლევები და მკურნალობა, რაც შეუძლებელია #7 დაწესებულებაში არსებულ პირობებში. 

მსჯავრდებული ითხოვს ნახევრად ღია დაწესებულებაში გადაყვანას, სადაც მას შეეძლება შეასრულოს ექიმის დანიშნულება.

ადამიანის უფლებათა ცენტრს მიაჩნია, რომ მსჯავრდებულ რატი მაისურაძის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე სრულად პასუხისმგებელია სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტრო.

ადამიანის უფლებათა ცენტრი მიმართავს საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრს, ასევე -  სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს სასჯელაღსრულების დეპარტამენტის თავმჯდომარეს, მსჯავრდებული რატი მაისურაძე გადაყვანილ იქნას ნახევრად ღია ტიპის დაწესებულებაში, რათა მან შეძლოს ექიმის  დანიშნულების შესრულება.
 
ადამიანის უფლებათა ცენტრი

ახალი ამბები