კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

წნორში ახლშობილის გარდაცვალების მიზეზს ადგენენ

2 ნოემბერი, 2015
 
წნორში ჩვილი ბავშვის გარდაცვალების ფაქტზე შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 112-ე მუხლით დაიწყო, რაც დედის მიერ ახალშობილის განხრახ მკვლელობას გულისხმობს, მშობიარობისას ან  მშობიარობის შემდეგ. რაც ისჯება თავისუფლების აღკვეთით, ვადით 3–დან 5 წლამდე.  ამის შესახებ შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურის წარმომადგენელმა, კახეთში, შორენა ჯახუამ განაცხადა. მისი თქმით, გარდაცვალების მიზეზის დასადგენად ცხედარს ექსპერტიზა ჩაუტარდება.
გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ქალი ორსულობის ფაქტს მალავდა, მან სახლში მარტომ იმშობიარა. ადგილობრივების ინფორმაციით, მშობიარობამდე ქალს ქმარმა ფიზიკური შეუარცხყოფა მიაყენა.

როგორც Humanrights.ge-ს სიღნაღის მუნიციპალიტეტის გამგებლის წარმომადგენელმა წნორში, თამაზ მათეშვილმა განუცხადა, ოჯახური ძალადობა არ მომხდარა.

„ქალბატონის ქმარი წესიერი კაცია, ის ცოლს ხელს არ დაარტყამდა. ქმარმა ისიც კი არ იცოდა, რომ ცოლი ორსულად იყო, რადგან ცოლი უმალავდა ამ ფაქტს. მომხდარის შესახებ დამატებითი ინფორმაცია არ მაქვს, ყველაფერს გამოძიება დაადგენს“,-  აღნიშნა თამაზ მათეშვილმა.

მისივე თქმით, ამ დროისთვის ქალბატონი წნორის კლინიკაში მკურნალობს, სადაც ის სასწრაფო დახმარების ბრიგადამ მძიმე მდგომარეობაში მიიყვანა. ამჟამად, წნორის სამართალდამცველები ახალშობილის გარდაცვალების მიზეზს ადგენენ.

ლელა ხეჩოშვილი, კახეთი

ახალი ამბები