01:39, Friday, 05.06.2020
YouTube
Twitter
Facebook
RSS
ქართული English

პორტალი ადამიანის უფლებების შესახებ

Go
გაფართოებული ძიება

პრესკონფერენცია - წამების მსხვერპლი მსჯავრდებულების სარჩელები

22.03.2016

 
წამების მსხვერპლი მსჯავრდებულები მოითხოვენ, სასჯელაღსრულების სამინისტროს დაეკისროს ზიანის ანაზღაურება 500 000 ლარის ოდენობით. 

ხვალ, 12:30 საათზე პრაიმ-ტაიმის პრესკლუბში პრესკონფერენციაზე ადამიანის უფლებათა ცენტრი ისაუბრებს წამების მსხვერპლი მსჯავრდებულების სარჩელებზე, რომლის თანახმად, სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს უნდა დაეკისროს ფიზიკური და მორალური ზიანის ანაზღაურება 500 000 ლარი.

ადამიანის უფლებათა ცენტრმა მოამზადა სარჩელები სასამართლოსთვის სასჯელაღსრულების დაწესებულების თანამშრომელთა მიერ ცემასა და წამებაში დაზარალებულად ცნობილი მსჯავრდებულების საქმეებზე, დანაშაულის შედეგად მიყენებული ზიანის ანაზღაურების თაობაზე. 

მსჯავრდებულები სარჩელებით ითხოვენ, საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს დაეკისროს ფიზიკური და მორალური ზიანის ანაზღაურება 500 000 (ხუთასი ათასი) ლარის ოდენობით. 

წლების განმავლობაში,  სასჯელაღსრულების დაწესებულებაში ყოფნის პერიოდში,   არაერთი მსჯავრდებული იყო არაადამიანური მოპყრობისა და წამების მსხვერპლი, რამაც მათ ჯანმრთელობაზე მძიმე კვალი დატოვა. 

ადამიანის უფლებათა ცენტრს მომართეს როგორც მსჯავრდებულმა, ასევე ყოფილმა პატიმრებმა, რომლებიც არიან სასჯელაღსრულების დაწესებულებაში ყოფნის პერიოდში ფიზიკური და ფსიქოლოგიური წამების მსხვერპლი. რამდენიმე მათგანი აღიარებულია დაზარალებულად დაწესებულების თანამშრომელთა მხრიდან განხორციელებულ ცემა-წამებაში.

რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2014 წლის 25 თებერვლის განაჩენით სად-ის #6 დაწესებულების რამდენიმე თანამშრომელი ცნობილია დამნაშავედ სისხლის სამართლის კოდექსის 144 (1 პრიმა) მუხლის მეორე ნაწილის "ა" "ბ", 'დ", "ე", "ზ" პუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში. 

გამამტყუნებელი განაჩენის თანახმად, აღნიშნული პირები, როგორც მოხელეები, სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით, მსჯავრდებულების მიმართ, ჯგუფურად ახორციელებდნენ წამებას 2006-2012 წლებში. ისინი მუშაობდნენ სასჯელაღსრულების #6 დაწესებულების სხვადასხვა თანამდებობებზე. სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების პერიოდში,  დაშინებისა და იძულების მიზნით, აწამებდნენ თავისუფლებააღკვეთილ პირებს.

მოქმედი საპროცესო კანომდებლობის შესაბამისად, დაზარალებულებს, რომლებსაც მიყენებული აქვთ ფიზიკური და მორალური ზიანი, უფლება აქვთ, მოითხოვონ კომპენსაცია. კომპენსირებას ექვემდებარება როგორც დანაშაულის შედეგად ხელყოფილი ქონებრივი სიკეთე, ასევე დაზარალებულის გაუარესებული ჯანმრთელობის რეაბილიტაციისათვის გაწეული ან გასაწევი დანახარჯები. 

ადამიანის უფლებათა ცენტრი მიიჩნევს, რომ სახელმწიფო პასუხისმგებელია ყოველ ადამიანზე, რომელიც იმყოფებოდა პატიმრობაში, რადგანაც ეს უკანასკნელი მთლიანად სახელმწიფოს ძალაუფლების ქვეშაა.

სამართლიანი სასამართლოს უფლება წარმოადგენს უმნიშვნელოვანეს მექანიზმს, რომელიც აწესრიგებს ინდივიდსა და სახელმწიფოს, ასევე კერძო პირებს შორის არსებულ სადავო ურთიერთობებს, უზრუნველყოფს კონსტიტუციური უფლებების ეფექტურ რეალიზაციას და უფლებებში გაუმართლებელი ჩარევისაგან დაცვას.

ადამიანის უფლებათა ცენტრი 

Print Send to Friend Send to Facebook Tweet This
დატოვეთ თქვენი კომენტარი
თქვენი სახელი:
თქვენი კომენტარი:

ქართულად
დამცავი კოდი: Code
სხვა სიახლეები
გამოკითხვა
მომზადებული შეხვდა თუ არა ქვეყანა საგანგებო მდგომარეობის გამოცხადებას?
დიახ არა ნაწილობრივ

ბლოგი

ძალადობის მსხვერპლი ქალები
ასაკის მატებას ერთი უპრატესობა აქვს, მრავალწლიან გამოცდილებასთან ერთად საზოგადოებრივი ცნობიერების ცვლილების უშუალო მონაწილე ხდები. ეს ცვლილებები შემდეგ უკვე საკანონმდებლო ცვლილებებში აისახება. დრო ცვლის
ვრცლად...
ქალ პატიმართა მოლოდინები
სექსუალური უმცირესობები საქართველოს ციხეებში
არქივი
   

       

რედაქტორის აზრი

ხელისუფლებისგან მივიწყებული ვეტერანები
ყოველწლიურად მცირდება მეორე მსოფლიო ომის მონაწილეთა რაოდენობა. მათ შესახებ კი საზოგადოება მხოლოდ 9 მაისს იღებს ინფორმაციას, როდესაც ომის ვეტერანები, ტრადიციულად, გამარჯვების პარკში იკრიბებიან
ვრცლად...
უიმედოთა სოფელი
რა დაემართა სამართლიანობის აღდგენის ოცნებას
არქივი
თემები
კატეგორიები

Copyright © 2004 - 2020 HRIDC