კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

სირიაში საქართველოს კიდევ ერთი მოქალაქე გარდაიცვალა

12 აპრილი, 2016
 
ლელა ხეჩოშვილი, კახეთი

სირიაში საქართველოს კიდევ ერთი მოქალაქე, ტერორისტული დაჯგუფების რიგებში მებრძოლი 39 წლის ვახა ბუგიევი გარდაიცვალა. სოფელ დუისის გამგებლის წარმომადგენლის, თამარ მარგოშვილის თქმით, ბუგიევი სირიაში 2015 წელს წავიდა.

„ვახა ბუგიევის გადმოსვენება შეუძლებელია. მას მეუღლე და სამი შვილი ჰყავდა. მეუღლე სირიაში ჰყავდა სამი თვით წაყვანილი, იგი ვახას გარდაცვალებამდე ერთი თვით ადრე დაბრუნდა საქართველოში“,- განაცხადა სოფელ დუისის გამგებლის წარმომადგენელმა, თამარ მარგოშვილმა.

მარგოშვილის თქმით, ვახა ბუგიევი  საჰაერო იერიშების დროს დაიღუპა. ამავე საბრძოლო მოქმედების დროს კი დაიჭრა ერთი პანკისელი ახალგაზრდა სოფელ ბირკიანიდან.  

მარგოშვილის განმარტებით, რაც სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კონტრტერორისტული ცენტრის თანამშრომლებმა პანკისელი დავით ბორჩაშვილი დააკავეს, მას შემდეგ ხეობიდან სირიაში  ჯერჯერობით არავინ აღარ წასულა.

„ამ ბოლო დროს ახალგაზრდების  სირიაში  გადინება შეწყდა, ბორჩაშვილის დაკავების შემდეგ არავის წასვლა აღარ გამიგია, ხალხსაც მოსწყინდა ეს თემა“, - აღნიშნა გამგებლის წარმომადგენელმა.

ვახა ბუგიევი ეთნიკურად ჩეჩენია, საქართველოში აზერბაიჯანიდან 2000 წელს შემოვიდა და ლტოლვილის სტატუსით 1 წლის მანძილზე ცხოვრობდა.
როგორც პანკისის ხეობაში ამბობენ, „ისლამური სახელმწიფოს“ რიგებში მებრძოლი 15 ახალგაზრდა დაიღუპა.

2016 წლის მარტში კი, აშშ-ის თავდაცვის სამინისტრომ გაავრცელა ინფორმაცია „ისლამური სახელმწიფოს“ ერთ-ერთი მეთაურის, პანკისის მკვიდრი თარხან ბათირაშვილის დაღუპვის შესახებ, რომელიც აბუ ომარ აშ-შიშანის სახელითაა ცნობილი. ინფორმაცია მისი გარდაცვალების შესახებ ოფიციალურად არ დადასტურებულა. პანკისის მკვიდრთა თქმით, ბათირაშვილის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.

ახალი ამბები