კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

ლაშა თვაური ცხინვალის ციხიდან ე.წ. ჯარიმის გადახდის შემდეგ გაათავისუფლეს

28 აპრილი, 2016
 
ლადო ბიჭაშვილი, შიდა ქართლი

17 წლის ლაშა თვაური  23 აპრილს რუსეთის საჯარისო ნაწილებმა იმ დროს დააკავეს როდესაც ნახირს მწყემსავდა,  გორის მუნიციპალიტეტის სოფელ წითელუბნის საძოვრები ოკუპირებულ ტერიტორიას ესაზღვრება. თვაური, სავარაუდოდ, საქართველოს კონტროლირებად ტერიტორიაზე დააკავეს. 

ცხინვალის დე ფაქტო სასამართლომ თვაური ე.წ. საზღვრის უკანონოდ გადაკვეთის ბრალდებით გაასამართლა და 2 ათასი რუსული რუბლის გადახდის შემდეგ  26 აპრილს გაათავისუფლა. 

ლაშა თვაური არასრულწლოვანია და 18 წელი ჯერ არ შესრულებია. ცხინვალის საინფორმაციო საშუალებებში კი ქვეყნდება ინფორმაცია, რომ დაკავებული უკვე 18 წლისაა. დაბადების თარიღს 1998 წელს ასახელებენ, მაგრამ თვეს არ უთითებენ.

ლაშა თვაური მე-14 საქართველოს მოქალაქეა, ვინც ბოლო ერთი თვის განმავლობაში ე.წ. საზღვრის უკანონო გადაკვეთის ბრალდებით დააკავეს. მათგან 12 ჯარიმის გადახდის შემდეგ გაათავისუფლეს ცხინვალის ციხიდან.

ამ დროისთვის საქართველოს ორი მოქალაქე კვლავ დაკავებულია.  მათი გათავისუფლების საკითხი ინციდენტების პრევენციის და მათზე რეაგირების მექანიზმის ფარგლებში 20 აპრილს ერგნეთში გამართულ შეხვედრაზე დააყენეს საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლებმა.
 

ახალი ამბები