კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

შუალედური არჩევნები მეტეხში 22 მაისს გაიმართება

28 აპრილი, 2016
 
ლადო ბიჭაშვილი, შიდა ქართლი

კასპის მუნიციპალიტეტის მეტეხის მაჟორიტარი დეპუტატი ელგუჯა გეჯაძე ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად გასულ წელს გარდაიცვალა, რის გამოც მეტეხის მაჟორიტარულ ოლქში შუალედური არჩევნები დაინიშნა და წინასაარჩევნო სამზადისი დაიწყო.

პარტია „ქართული ოცნების“ გენერალურმა მდივანმა, კახა კალაძემ კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ მეტეხში მაჟორიტარ დეპუტატად ალიკა მერებაშვილის კანდიდატურა დაასახელა.

,,სოფელ მეტეხში 22 მაისს შუალედური არჩევნები ჩატარდება. ჩვენ კანდიდატურა წარვადგინეთ, რომელიც ამ სოფლის მკვიდრია. ის არის მოსახლეობის მიერ დასახელებული კანდიდატურა. ჩვენ დარწმუნებული ვართ, რომ აუცილებლად გავიმარჯვებთ. ძალიან მნიშვნელოვანია ეს არჩევნები და დარწმუნებული ვარ, მეტეხის  მოსახლეობა ხმას მისცემს ქართული ოცნების წარმომადგენელს, რადგან პიროვნება, სწორედ მათ მიერაა დასახელებული“, - განცხადა კახა კალაძემ მეტეხში მოსახლეობასთან შეხვედრისას. 

,,ცოტა დროა დარჩენილი არჩევნებამდე, მე ვპირდები მოსახლეობას, რომ მათ პრობლემებზე მოვახდენ რეაგირებას”,- პარტია „ქართული ოცნების“ მაჟორიტარობის კანდიდატმა, ალიკა მერებაშვილმა. 

მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის წარდგენას კასპის მუნიციპალიტეტის ყოფილი გამგებელი ოლეგ იაძეც ესწრებოდა.

,,სამწუხაროდ, ჩვენმა სოფელმა შესანიშნავი მოქალაქე, ასევე შესანიშნავი დეპუტატი დაკარგა. ალიკა მერებაშვილი ჩემი გამგებლობის პერიოდში დავნიშნე სოფელში ჩემს წარმომადგენლად, თუმცა ჩემი ხელისუფლებიდან წასვლის შემდეგ შეცდომა დაუშვეს და ის გაათავისუფლეს დაკავებული პოსტიდან. ვფიქრობ, რაიონის ხელმძღვანელობამ მისი გაშვებით შეცდომა დაუშვა, თუმცა, როგორც ხედავთ, ყველაფერი გამოსწორდა“, - აღნიშნა კასპის მუნიციპალიტეტის ყოფილმა გამგებელმა, ოლეგ იაძემ.

მეტეხში, შუალედურ არჩევნებში მონაწილეობას ,,ერთიანი ნაციონალური მოძრაობაც" მიიღებს, თუმცა პარტიას ოფიციალურად კანდიდატი  ჯერ არ წარუდგენია. სხვა პარტიების პოზიცია ამ დრომდე უცნობია.
 

ახალი ამბები