კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

ადამიანის უფლებათა ცენტრის წარმომადგენელმა ჰააგაში გამართულ 21-ე სტრატეგიულ შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა

13 ივნისი, 2016
2016 წლის 6-10 ივნისს, ჰააგაში საერთაშორისო სისხლის სამართლის სასამართლოსა და სხვადასხვა ქვეყნის არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლების 21-ე სტრატეგიული შეხვედრა გაიმართა. ფორუმი არასამთავრობო სექტორსა და სასამართლოს შორის თანამშრომლობის მიმართულებებსა და სხვადასხვა ქვეყანაში გამოძიების მიმდინარეობას შეეხებოდა. 

შეხვედრებს პროკურორის ოფისის, რეგისტრატურისა და სასამართლოს სხვადასხვა სტრუქტურის წარმომადგენლები ესწრებოდნენ. ფორუმში მონაწილეობა მიიღეს საერთაშორისო სისხლის სამართლის სასამართლოს პროკურორმა ფატუ ბენსუდამ და მოსამართლეებმა. 

ფორუმზე ადამიანის უფლებათა ცენტრის წარმომადგენელმა თამარ ავალიანმა  2008 წლის აგვისტოს, საქართველო-რუსეთის ომის დროს ჩადენილი დანაშაულების გამოძიების აუცილებლობასა და მართლმსაჯულების აღსრულების მნიშვნელობაზე ისაუბრა.
  
ჰააგაში ვიზიტის  ფარგლებში, თამარ ავალიანმა გადაცემაში  - Hague Talk-ს მიიღო მონაწილეობა, სადაც  2008 წლის აგვისტოს ომის დროს დაზარალებულთა ინტერესების ევროსასამართლოსა და საერთაშორისო სისხლის სამართლის სასამართლოში წარმომადგენლობაზე ისაუბრა.

ადამიანის უფლებათა ცენტრი სტრასბურგის ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში 130 დაზარალებულის ინტერესებს, ხოლო საერთაშორისო სისხლის სამართლის სასამართლოში 193 მსხვერპლის ინტერესებს წარმოადგენს. 


ადამიანის უფლებათა ცენტრი

ახალი ამბები