კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

შრომითი დისკრიმინაცია „თელასში“ სააპელაციო სასამართლომაც დაადასტურა

26 ივლისი, 2016
 
 
ადამიანის უფლებათა ცენტრის სამართლებრივი დახმარებით, თბილისის სააპელაციო სასამართლომ თელასის თანამშრომლების მიმართ დისკრიმინაციის ფაქტი დაადგინა.

2016 წლის 22 ივლისს, თბილისის სააპელაციო სასამართლომ უცვლელად დატოვა თბილისის საქალაქო სასამართლოს 2015 წლის 22 ივლისის გადაწყვეტილება, რითაც მოსარჩელეების - დავით ნადირაშვილისა და კახა სიმონიძის სასარჩელო მოთხოვნა დაკმაყოფილდა.  

ერთი წლის წინ - 2015 წლის 22 ივლისს თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიამ უკანონოდ მიიჩნია დავით ნადირაშვილისა და კახა სიმონიძის სამსახურიდან გათავისუფლება და გააუქმა მათი გათავისუფლების ბრძანებები. სასამართლომ მოსარჩელეები სამსახურში აღადგინა და სს „თელასს“ იძულებითი განცდურის - 100 000 ლარამდე ანაზღაურება დააკისრა. ამასთან, სასამართლომ დაადგინა შრომით ურთიერთობებში დისკრიმინაციის ფაქტი და მიიჩნია, რომ მოსარჩელეები სს „თელასის“ ადმინისტრაციის მხრიდან მიზანმიმართული დევნისა და შევისწროების მსხვერპლნი გახდნენ.

2014 წლის 9 სექტემბერს, სს „თელასის“  გენერალურმა დირექტორმა სერგეი კობცევმა სს „თელასის“ შიდა აქტებისა და საქართველოს შრომის კოდექსის მოთხოვნათა დარღვევით, დაკავებული თანამდებობებიდან უკანონოდ გაათავისუფლა სს „თელასის“ ეკონომიკური უსაფრთხოებისა და დაცვის სამმართველოს უფროსი დავით ნადირაშვილი და ამავე სამსახურის ანალიტიკოსი კახა სიმონიძე. 

ადამიანის უფლებათა ცენტრის მიერ  საქმის შესწავლისას გამოიკვეთა, რომ აღნიშნული პირები სამსახურიდან გათავისუფლებულნი იყვნენ საქართველოს შრომის კანონმდებლობის უხეში დარღვევით. ამასთანავე, მათ მიმართ „თელასის“ ადმინისტრაციის მხრიდან დისკრიმინაციული მოპყრობის ნიშნები იკვეთებოდა. 

2014 წლის სექტემბერში, ადამიანის უფლებათა ცენტრის იურისტმა თამარ ავალიანმა, როგორც მოსარჩელეთა კანონიერმა წარმომადგენელმა, სარჩელი შეიტანა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიაში და მოითხოვა მოსარჩელეების - დავით ნადირაშვილისა და კახა სიმონიძის სამსახურში აღდგენა და უკანონო გათავისუფლებისთვის განაცდურის ანაზღაურება. 

2015 წლის 22 ივლისს  სასამართლომ ადამიანის უფლებათა ცენტრის მიერ მომზადებული სარჩელი დააკმაყოფილა და მოსარჩელეების მიმართ დისკრიმინაციის ფაქტი დაადგინა. სს „თელასმა“ გაასაჩივრა პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება თბილისის სააპელაციო სასამართლოში. თბილისის სააპელაციო სასამართლომ 2016 წლის 22 ივლისის გადაწყვეტილებით, არ დააკმაყოფილა „თელასის“ სააპელაციო საჩივარი და უცვლელად დატოვა პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება.

ადამიანის უფლებათა ცენტრი

ახალი ამბები