04:32, Sunday, 12.07.2020
YouTube
Twitter
Facebook
RSS
ქართული English

პორტალი ადამიანის უფლებების შესახებ

Go
გაფართოებული ძიება

მარნეულის #48 საარჩევნო უბანზე ცესკომ არჩევნები ჩატარებულად ცნო

09.10.2016

მარნეულის 36-ე საარჩევნო ოლქის 48-ე საარჩევნო უბანი
 
მანონ ბოკუჩავა, ქვემო ქართლი 

8 ოქტომბერს, საპარლამენტო არჩევნების მიმდინარეობისას, მარნეულის 36-ე საარჩევნო ოლქის 48-ე საარჩევნო უბანში და უბნის მიმდინარე ტერიტორიაზე შექმნილ ვითარებას დამკვირვებლებმა კრიტიკულად შეაფასეს. ამის მიუხედავად, ცესკოს ამ უბანზე დაჯამებული არჩევნების შედეგები კითხვის ქვეშ არ დაუყენებია.

„სამართლიანმა არჩევნებმა“ აღნიშნულ უბანთან მომხდარი მოვლენები საარჩევნო პროცესისთვის მნიშვნელოვან ხელის შემშლელ ფაქტორად შეაფასა.

„ორგანიზაციის დამკვირვებლები იმყოფებიან 36-ე საარჩევნო ოლქის (მარნეული) 48-ე საარჩევნო უბანზე, სადაც მოქალაქეებს შორის დაპირისპირება მოხდა. აგრესიული ჯგუფი ცდილობდა საარჩევნო უბანზე ძალადობრივად შეღწევას, რის საშუალებაც პოლიცია არ აძლევდა. ფიზიკური დაპირისპირების შედეგად დაშავებულთა შორის არის ერთი მოქალაქე და ერთი პოლიციელიც. ადგილი ჰქონდა ქვების სროლას, დაზიანდა შენობა, სადაც საარჩევნო უბანია განთავსებული. უბანი, რომელშიც იმყოფებიან კომისიის წევრები და დამკვირვებლები, ამ დროისთვის დაკეტილია და მას პოლიცია იცავს. 

„სამართლიანი არჩევნების“ მობილური ჯგუფის დამკვირვებლების ადგილზე მისვლის დროს აქტივისტებს  პოლიტიკური გაერთიანების - „პაატა ბურჭულაძე -სახელმწიფო ხალხისთვის“ მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი მიმართავდა. მოგვიანებით საკუთარ მხარდამჭერებს მიმართა „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ კანდიდატმაც. ამ ეტაპზე, ადგილზე სპეციალური დანიშნულების რაზმის წევრების გამოჩენის შედეგად შეკრებილმა მოქალაქეებმა უბნის მიმდებარე ტერიტორია დატოვეს.  საარჩევნო უბანი დატოვეს საუბნო საარჩევნო კომისიის წევრებმაც. კენჭისყრის პროცესი შეწყვეტილია“, - წერდა ორგანიზაცია 8 ოქტომბერს 18:00 საათისთვის საზოგადოებისთვის წარდგენილ ანგარიშში. 

მარნეულის #48 საარჩევნო უბანზე მიმდინარე მოვლენებს თვალყურს საიას ქვემო ქართლის ოფისიც ადევნებდა. პროცესების მათი შეფასება ემთხვევა ISFED-ის ანგარიშსს.

„განსაკუთრებით უხეშ დარღვევებს ადგილი ჰქონდა მარნეულის #48-ე უბანზე. ჩაიშალა ხმის მიცემა,  ადგილი ჰქონდა ძალადობას და საარჩევნო უბნის ქვების ჩამსხვრევა, სამართალდამცავი ორგანოების წარმომადგენელთა ჯანმრთელობის დაზიანება უბნის გარეთ, საარჩევნო უბნის შენობაში ფანჯრების ქვებით ჩამსხვრევა, დამკვირვებელთა დაშინება და მათი ფიზიკური შეურაცხყოფა, სამართალდამცავი ორგანოების წარმომადგენელთა ჯანმრთელობის დაზიანება უბნის გარეთ“, - აცხადებს საიას ხელმძღვანელი, ანა ნაცვლიშვილი.

Humanrights.ge #48 საარჩევნო უბანზე 8 ოქტომბერს დაწერილ საჩივრებს გაეცნო. ერთ-ერთი საჩივარი მიხეილ ლურსმანაშვილს ეკუთვნის, რომელიც საიას რუსთავის ოფისის იურისტია. ლურსამანაშვილი საჩივარში წერს, რომ უბანზე არ ხდება ამომრჩევლის მარკირება, საარჩევო ყუთის მთლიაონობა არის დარღვეული და ბიულეტენები არ დალუქულა. მეორე საჩივარი „მრავალეროვანი საქართველოს“ დამკვირვებლის ქრისტინე მალანიას მიერ არის მომზადებული. მალანია საჩივარში წერს: „ უბანზე დღის მეორე-ნახევარში სიტუაცია იმდენად დაიძაბა, რომ კენჭისყრის პროცედურა შეწყდა. აღნიშნულის გამო შემდგომში უბანზე მისულ მომრჩევლებს ხმის მიცემის შესაძლობლობა არ მიეცათ“.

მიუხედავად დაწერილი საჩივრების და უბნის გარეთ განვითარებული მოვლენებისა, ცესკომ ამ დროისთვის #48 უბანზე ჩატარებული არჩევნები კანონიერად სცნო და არ მოხდა უბნის შედეგების გაუქმება. საკითხზე მმართველ პარტიაშიც გაკეთდა განცხადება. „ქართული ოცნება“ აცხადებს, რომ უბნის გარშემო ასამდე აქტივისტის მობილიზების, უბანზე და პოლიციელებზე ქვების სროლის გამართლება მხოლოდ უბნის შიგნით პროცედურული დარღვევებით - არასწორია.


Print Send to Friend Send to Facebook Tweet This
დატოვეთ თქვენი კომენტარი
თქვენი სახელი:
თქვენი კომენტარი:

ქართულად
დამცავი კოდი: Code
სხვა სიახლეები
გამოკითხვა
მხარს უჭერთ თუ არა სავალდებულო დაგროვებით საპენსიო სისტემას?
დიახ არა თავს შევიკავებ პასუხის გაცემისგან

ბლოგი

ძალადობის მსხვერპლი ქალები
ასაკის მატებას ერთი უპრატესობა აქვს, მრავალწლიან გამოცდილებასთან ერთად საზოგადოებრივი ცნობიერების ცვლილების უშუალო მონაწილე ხდები. ეს ცვლილებები შემდეგ უკვე საკანონმდებლო ცვლილებებში აისახება. დრო ცვლის
ვრცლად...
ქალ პატიმართა მოლოდინები
სექსუალური უმცირესობები საქართველოს ციხეებში
არქივი
   

       

რედაქტორის აზრი

ხელისუფლებისგან მივიწყებული ვეტერანები
ყოველწლიურად მცირდება მეორე მსოფლიო ომის მონაწილეთა რაოდენობა. მათ შესახებ კი საზოგადოება მხოლოდ 9 მაისს იღებს ინფორმაციას, როდესაც ომის ვეტერანები, ტრადიციულად, გამარჯვების პარკში იკრიბებიან
ვრცლად...
უიმედოთა სოფელი
რა დაემართა სამართლიანობის აღდგენის ოცნებას
არქივი
თემები
კატეგორიები

Copyright © 2004 - 2020 HRIDC