კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

პატიმრებს საკომუნიკაციო საშუალებებით სარგებლობა ეზღუდებათ

14 დეკემბერი, 2016
ადამიანის უფლებათა ცენტრი ეწინააღმდეგება მსჯავრდებულთათვის საკომუნიკაციო საშუალებებით სარგებლობის შეზღუდვას, რასაც ბოლო პერიოდში ადგილი აქვს პენიტენციურ დაწესებულებებში. 

ადამიანის უფლებათა ცენტრს განცხადებით მომართეს როგორც მაღალი რისკის ისე დაბალი რისკის პენიტენციურ დაწესებულებაში მყოფმა მსჯავრდებულებმა. პატიმრები საუბრობენ პენიტენციურ დაწესებულებაში სატელეფონო კავშირის შეზღუდვასა და კონტროლზე. კერძოდ, პატიმრებისათვის სავალდებულო გახდა სპეციალური ბლანკის შევსება, სადაც მათ უნდა მიუთითონ ტელეფონის ნომრები (5 ნომერი განსაკუთრებული რისკის დაწესებულებაში და 10 - დაბალი რისკის დაწესებულებაში), ამ ნომრების მფლობელთა სახელი, გვარი და მათი ნათესაური კავშირი პატიმართან. აღნიშნული მოთხოვნის შეუსრულებლობის შემთხვევაში, პატიმრები სატელეფონო კავშირის განხორციელებას ვერ შეძლებენ.
2016 წლის 1 იანვრიდან სატელეფონო კავშირების შეზღუდვა გავრცელდა ბრალდებულ პატიმრებზეც. ბრალდებულისთვის სატელეფონო საუბრის შეზღუდვის უფლება სასამართლოდან  გადაეცა მხოლოდ გამომძიებელს და პროკურორს. სატელეფონო ნებართვის გაცემაზე ერთპიროვნული კონტროლის უფლება პროკურორსა და გამომძიებელს შესაძლებლობას აძლევს, ბრალდებულთან მიაღწიონ მათთვის სასურველ  გარიგებას.

გარდა ამ პრობლემებისა, ადამიანის უფლებათა ცენტრისთვის ცნობილი გახდა პენიტენციურ დაწესებულებებში უცხო ქვეყნის მოქალაქე-პატიმართა  კორესპონდენციით სარგებლობის უფლების დარღვევის შესახებ.

უცხო ქვეყნის მოქალაქე პატიმრები კორესპონდენციის გაგზავნის უფლებით ფაქტობრივად ვერ სარგებლობენ. სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს ინფორმაციით, ამ კატეგორიის მსჯავრდებულებს კორესპონდენციის გაგზავნისას უწევთ,  სულ მცირე, 90 ლარის გადახდა. აღნიშნული საფასური 10-ჯერ აღემატება ჩვეულებრივ საფოსტო მომსახურების საფასურს, რითაც საქართველოს მოქალაქე პატიმრები სარგებლობენ. სამინისტრო პირდაპირ არათანაბარ მდგომარეობაში აყენებს უცხო ქვეყნის მოქალაქე მსჯავრდებულებს საქართველოს მოქალაქე მსჯავრდებულებთან. შეუსაბამოდ მაღალი ტარიფის გამო, უცხო ქვეყნის მოქალაქე მსჯავრდებული პრაქტიკულად მოკლებულია შესაძლებლობას, ისარგებლოს პატიმრობის კოდექსით გარანტირებული-კორესპონდენციის გაგზავნის უფლებით.

ადამიანის უფლებათა ცენტრს კომუნიკაცია ჰქონდა სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროსთან, რომელიც სხვადასხვა არგუმენტებით ამართლებს მსჯავრდებულთა უფლებების დარღვევის ბოლოდროინდელ პრაქტიკას. 

აღნიშნულ საკითხებთან დაკავშირებით, ხვალ, 15 დეკემბერს, 11:30 საათზე ადამიანის უფლებათა ცენტრი პრესკონფერენციას გამართავს.
 
ადამიანის უფლებათა ცენტრი
 

ახალი ამბები