კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

ადამიანის უფლებათა ცენტრი პოლიციელთა მხრიდან უფლებამოსილების გადამეტების ფაქტის დროულ გამოძიებას მოითხოვს

18 აპრილი, 2018
 
ხვალ, 19 აპრილს, 10:30 საათზე, ადამიანის უფლებათა ცენტრის იურისტები,  თბილისის ადამიანის უფლებათა სახლის საკონფერენციო დარბაზში, პოლიციელთა მხრიდან უფლებამოსილების გადამეტების ფაქტებზე პრესკონფერენციას გამართავენ.

ადამიანის უფლებათა ცენტრი მოითხოვს 2016 წლის 13 იანვარს  დაკავებული თ.ბ.-ს, კ.შ.-ს, ნ.ა.-სა, და ქ.ხ.-ს მიმართ სამართალდამცავთა მხრიდან განხორციელებულ ძალადობის ფაქტზე ეფექტიან და დროულ გამოძიებას, ასევე - მათთვის დაზარალებულის სტატუსის მინიჭებას. 

სამცხე-ჯავახეთის საოლქო პროკურატურაში დაიწყო გამოძიება, შინაგან საქმეთა სამინისტროს სამცხე-ჯავახეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლების მიერ სამსახურეობრივი უფლებამოსილების შესაძლო გადამეტების ფაქტზე. 

შემთხვევა მოხდა 2016 წლის 13 იანვარს, ახალციხეში, სადაც ქ.ხ.-ს საცხოვრებელ სახლში, ყოველგვარი სამართლებრივი პროცედურების დაცვის გარეშე, შეიჭრნენ სამართლდამცველები და გაუმართლებელი ძალა გამოიყენეს თ.ბ.-ს, კ.შ.-ს, ნ.ა.-სა, და ქ.ხ.-ს წინააღმდეგ. პოლიციის თანამშრომლები ასევე ფიზიკურად  გაუსწორდნენ ქ.ხ.-ს არასრულწლოვან შვილს. 

სამართალდამცველები დაკავებულებზე ძალადობდნენ როგორც სიტყვიერად, ისე  ფიზიკურად. დაკავებულების ცემა-წამება გაგრძელდა მათი პოლიციის განყოფილებაში მიყვანის შემდეგაც. პოლიციიელების მხრიდან ძალადობის განხორციელების მიზანი იყო აღიარებითი ჩვენების მიღება, რასაც მიაღწიეს კიდეც.

დროებითი მოთავსების იზოლატორში გადაყვანისას უარი განაცხადეს დაკავებულების  მიღებაზე, ვინაიდან ისინი  იყვნენ  სასტიკად ნაცემი, სხეულზე აღენიშნებოდათ დაზიანებები და დამძიმებული ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო, საჭიროებდნენ  სასწრაფო სამედიცინო დახმარებას.  

ახალციხის საოლქო პროკურატურაში დაწყებული გამოძიება უკვე ორი წელია, უსაფუძვლოდ ჭიანურდება. რჩება შთაბეჭდილება, რომ გამოძიება ცდილობს, ხელი დააფარონ  დანაშუალის ჩამდენ პოლიციელებს. ძალადობის მსხვერპლ პირებს დღემდე  არ აქვთ დაზარალებულის სტატუსი მიღებული.

ადამიანის უფლებათა ცენტრი მოითხოვს,  დროულად და ეფექტიანად წარიმართოს 2016 წლის 13 იანვარს  დაკავებული პირების მიმართ განხორციელებულ ძალადობის ფაქტზე დაწყებული გამოძიება, ძალადობის მსხვერპლებს მიეცეს დაზარალებული სტატუსი და პასუხისგებში მისცენ ძალადობის განმახორციელებელი პირები. 

ადამიანის უფლებათა ცენტრი

ახალი ამბები