01:05, Sunday, 20.10.2019
YouTube
Twitter
Facebook
RSS
ქართული English

პორტალი ადამიანის უფლებების შესახებ

Go
გაფართოებული ძიება

უიარაღო გუშაგები

07.12.2018

ლადო ბიჭაშვილი, შიდა ქართლი

ანტისაოკუპაციო მოძრაობის -  ,,ძალა ერთობაშია"-ს წარმომადგენელები, უკვე ერთი თვეა, რაც ქარელის მუნიციპალიტეტის საოკუპაციო ხაზთან, სოფელ ატოცში, საველე პირობებში გაშლილი კარვიდან, 24 საათის განმავლობაში პატრულირებენ. ისინი საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლების გადაადგილებას აკვირდებიან  და მათ ე.წ. „საზღვრის“ სადერმაკაციო სამუშაოების გაგრძელებაში, შეძლებისდაგვარად, ხელსაც უშლიან. 

მას შემდეგ რაც საოკუპაციო რეჟიმმა სოფელ ატოცთან რკინის ბოძებით შემოსაზღვრა ტერიტორია, სადაც მავთულხლართები უნდა გაევლოთ, ანტისაოკუპაციო მოძრაობის წარმომადგენლები ატოცში ჩავიდნენ და პატრულირება დაიწყეს. როგორც მოძრაობის ერთ-ერთი წარმომადგენელი დავით ქაცარავა აღნიშნავს,  მათი ერთადერთი იარაღი მობილური ტელეფონია და იმ შემთხვევაში თუ საოკუპაციო ფორმირებები გამოჩნდებიან სოციალურ ქსელში პირდაპირი ჩართვებით უწევენ მათ წინააღმდეგობას.

ერთ-ერთი მსგავსი შემთხვევა 5 დეკემბერს მოხდა, როდესაც ატოცში საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლები გამოჩნდნენ, ერთი თვის წინ დამონტაჟებული რკინის ბოძებთან საოკუპაციო ხაზის, მავთულხლართების გავლება ჰქონდათ განსაზღვრული. საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლებს დავით ქაცარავამ  მათთვის გასაგებ რუსულ ენაზე მიმართა, რომელიც პირდაპირი ეთერის საშუალებით სოციალური ქსელით გადმოიცემოდა. 

„თუ თქვენ ოსები ხართ, ეს ჩვენი მიწაა და რუსები გიყენებენ. თუ რუსები ხართ, მაშინ ოკუპანტები ხართ და თავადაც იცით, რომ ჩემს მიწაზე ხართ, ქართულ მიწაზე. ჩვენ აქ ახლა 6–7 კაცი ვართ. უფრო მეტი ვიქნებით და კამერების, მსოფლიოს თვალწინ ყველა ჩვენგანის მოკვლა მოგიწევთ. მოგიწევთ იმ ადამიანების მოკვლა, რომლებიც საკუთარ მიწას თქვენგან დაიცავენ. ეს  დაიმახსოვრეთ და თქვენიანებს გადაეცით. აქედან არ წავალთ. თუ დააპირებთ, რომ ერთი ბოძი მაინც დადგათ, მოგიწევთ გვესროლოთ. ამისთვის მზად ვართ. იარაღის გარეშე იმიტომ კი არ ვართ, რომ მისი გამოყენება არ ვიცით, არამედ იმიტომ, რომ მართლები ვართ. ეს ჩვენი მიწაა და უიარაღო 100–ჯერ უფრო ძლიერი ვარ, ვიდრე ის, ვინც ჩემს მიწაზე იარაღით მოვა“, - განუცხდა ქაცარავამ საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლებს, რომლებმაც მისი მიმართვის შემდეგ ტერიტორია დატოვეს და საოკუპაციო ხაზის სადერმაკაციო სამუშაოები აღარ განაახლეს.

6 დეკებერს, ატოცთან კვლავ გამოჩნდნენ საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლები, თუმცა მხოლოდ პატრულირების მიზნით. ქაცარავას განცხადებით, მათი ატოცში საოკუპაციო ხაზთან ყოფნა ბარიერს უქმნის საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლებს, რათა დამატებით აღარ მიიტაცონ საქართველოს კონტროლირებადი ტერიტორიები. 

„5 დეკებერს შეინიშნებოდა საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლების სერიოზული აქტივობა, ისინი საინჟინრო ბრიგადის მანქანით ამოვიდნენ ტერიტორიაზე და ათვალიერებდნენ პერიმეტრს, რაც მიგვანიშნებდა იმაზე, რომ მზადდებოდა მავთულხლართების ინსტალაციის გაგრძელება, რაც ჩვენი აქტივობის შემდეგ შეჩერდა", - განაცხადა დავით ქაცარავამ.

ქარელის მუნიციპალიტეტის საოკუპაციო ხაზთან მდებარე სოფელ ატოცთან საოკუპაციო რეჟიმმა ე.წ. „საზღვრის“ სადერმაკაციო სამუშაოები 6 ნოემბერს დაიწყო, მათ ტერიტორია რკინის ბოძებით შემოსაზღვრეს, თუმცა მავთულხლართების გავლება, დღეის მდგომარეობით, შეჩერებულია. 

იმ შემთხვევაში თუ საოკუპაციო რეჟიმი ე.წ. „საზღვრის“ სადერმაკაციო სამუშაოებს გეგმის მიხედვით გააგრძელებს, ოკუპირებულ ტერიტორიაზე დამატებით 5 ჰა მიწის ფართობი მოყვება, სადაც ატოცში მცხოვრებლებს სახნავ–სათესი მიწები აქვთ. როგორც ადგილობრივები განმარტავენ, მიწების ნაწილზე  საშემოდგომო სასოფლო–სამეურნეო სამუშაოები უკვე ჩატარებულია და დათესილია მარცვლეული კულტურა, კერძოდ კი, ხორბალი. 


Print Send to Friend Send to Facebook Tweet This
დატოვეთ თქვენი კომენტარი
თქვენი სახელი:
თქვენი კომენტარი:

ქართულად
დამცავი კოდი: Code
სხვა სიახლეები
გამოკითხვა
მხარს უჭერთ თუ არა სავალდებულო დაგროვებით საპენსიო სისტემას?
დიახ არა თავს შევიკავებ პასუხის გაცემისგან

ბლოგი

გორაშვილი vs ნაჭყებია
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის ლექტორმა, გიორგი გორაშვილმა ამავე ფაკულტეტის სტუდენტს ბუბა ნაჭყებიას ფეისბუქის დახურულ ჯგუფში გინების გამო უჩივლა.
ვრცლად...
სიკვდილით სავსე ქალაქი
უგზო-უკვლოდ დაკარგულები - „არ დამივიწყო!“
არქივი
  

       

რედაქტორის აზრი

ხელისუფლებისგან მივიწყებული ვეტერანები
ყოველწლიურად მცირდება მეორე მსოფლიო ომის მონაწილეთა რაოდენობა. მათ შესახებ კი საზოგადოება მხოლოდ 9 მაისს იღებს ინფორმაციას, როდესაც ომის ვეტერანები, ტრადიციულად, გამარჯვების პარკში იკრიბებიან
ვრცლად...
უიმედოთა სოფელი
რა დაემართა სამართლიანობის აღდგენის ოცნებას
არქივი
თემები
კატეგორიები

Copyright © 2004 - 2019 HRIDC