კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

გორში მომხდარ უბედურ შემთხვევას შსს სისხლის სამართლის კოდექსის ორი მუხლით იძიებს

21 დეკემბერი, 2018
 
ლადო ბიჭაშვილი, შიდა ქართლი

17 დეკემებერს, გორში, სამეფოს ქუჩაზე მდებარე ერთ-ერთ საცხოვრებელ სახლში ერთი პირი გარდაცვლილი იპოვეს, ხოლო ორი მამაკაცი  საავადმყოფოში უმძიმესი მდგომარეობით გადაიყვანეს. როგორც გარდაცვლილი ახალგაზრდა მამაკაცის ნათესავი ამბობს, ერთი ადამიანის სიკვდილი და ორის ინტოქსიკაცია ბუნებრივი აირის ნამწვმა გამოიწვია.  

,,სავარაუდოდ გაზის ნამწვმა გამოიწვია მოწამლვა და გარდაცვალება, სამი პირი იყვნენ ოთახში, გარდაცვლილია ჩემი ნათესავი, ხოლო ორი პირი საავდმყოფოში გადაიყვანეს. ოთახში ე.წ. „მოსაწევიც“ იყო და გაურკვეველია, რამ გამოიწვია მოწამლვა“, - განაცხადა გარდაცვლილის ნათესავმა, ზვიად ლაფაჩიმ.
მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის ორი მუხლით მიმდინარეობს: 115–ე მუხლი თვითმკვლელობამდე მიყვანას, ხოლო 273–ე მუხლი პირადი მოხმარებისთვის ნარკოტიკული საშუალების, მისი ანალოგის ან პრეკურსორის მცირე ოდენობით უკანონოდ დამზადება, შეძენა-შენახვას გულისხმობს. 

რაც შეეხება გორის სამხედრო ჰოსპიტალში ინტოქსიკაციის შედეგად მოთავსებული ორი პაციენტის - 25 და 35 წლის მამაკაცების ჯანმრთელობის მდგომარეობას, კვლავ მძიმე, ისინი სამხედრო ჰოსპიტალის რეანიმაციულ განყოფილებაში მართვით სუნთქვაზე იმყოფებიან.

ახალი ამბები