კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

კამპანია 'ქართველები აფხაზებისა და ოსებისათვის'

17 აგვისტო, 2020
 
დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტისა და ადამიანის უფლებათა ცენტრის ინიციატივით, ქართული საზოგადოების ნაწილი ვიწყებთ კამპანიას „ქართველები აფხაზებისა და ოსებისათვის“ აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში/სამხრეთ ოსეთში მცხოვრებთა დასახმარებლად.

მოვუწოდებთ ყველა კეთილი ნების ადამიანს შემოგვიერთდეს, ჩვენ  შეგვიძლია დავეხმაროთ ერთმანეთს, წარსულში დავტოვოთ ბოროტება და გავხდეთ უფრო ადამიანურები.

ბოლო მონაცემებით, კორონავირუსით აფხაზეთში დაინფიცირდა 182 ადამიანი, ხოლო ცხინვალში 89 ადამიანი, ასეულობით ადამიანი იმყოფება კარანტინში და ყოველდღიურად ვირუსის ფართოდ გავრცელების რისკები იზრდება, რასაც ასევე ხელს უწყობს ადგილზე მწირი სერვისები, სამედიცინო ინფრასტურქტურა,  სამედიცინო აღჭურვილობის, დამცავი საშუალებების და პროფესიონალი სამედიცინო მუშაკების სიმცირე.

პანდემია არ ანსხვავებს ადამიანებს ეროვნული თუ სხვა ნიშნით, პანდემია ყველა ადამიანის მტერია და ემუქრება თვითოეულ ადამიანს. წარსულმა ომებმა, ძალადობამ, იზოლაციამ და კონფლიქტების მოუგვარებლობამ ადგილობრივი მოსახლეობა კიდევ უფრო მოწყვლადი გახადა ვირუსისთვის.

წარსულში ჩვენმა ხალხებმა ერთად ბევრი რამ გადაიტანეს, ტკივილიც და სიხარულიც, გამარჯვებაც და დამარცხებაც, მოხდა ბევრი შეცდომაც და დანაშაულიც, რამაც კიდევ უფრო დაგვაშორა. მოვა დრო ამ ყველაფერზე საუბრის და დასკვნების გაკეთების შესაძლებლობა გვექნება, დღეს ამის დრო არაა, დღეს ყველაფერი უნდა გაკეთდეს თითოეული ადამიანის გადარჩენისთვის.

პლატფორმის საშუალებით მოქალაქეებს შესაძლებლობა აქვთ, აირჩიონ სასურველი ღირებულების პაკეტი და ჩაერთონ საქველმოქმედო აქციაში. შეგროვილი თანხა  სამედიცინო პერსონალისა და პაციენტებისთვის საჭირო აღჭურვილობის შეძენას მოხმარდება.

აქციაში მონაწილეობისთვის გადადით ბმულზე:


კამპანიის ინიციატორები ადგილობრივი და საერთაშორისო ორგანიზაციების დახმარებით შეძლებენ ამ დახმარების მიტანას ადგილზე და საჯაროდ გამოაქვეყნებენ ინფორმაციას შეგროვილი თანხის ხარჯვის შესახებ.
 

ახალი ამბები