კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

სურამში მომხდარი მკვლელობის საქმის ახალი დეტალები

23 ოქტომბერი, 2020
 
შიდა ქართლისა და მცხეთა-მთიანეთის საოლქო პროკურატურამ სრულად გაიზიარა ადამიანის უფლებათა ცენტრის მოთხოვნა და სურამში, მეუღლის მკვლელობაში ბრალდებულ ი.ქ.-ს ბრალი წარუდგინა როგორც გენდერული მოტივით, ისე განსაკუთრებული სისასტიკით ჩადენილ მკვლელობაში. დანაშაული 16-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. 

2020 წლის 6 ივლისს, სურამში ქმარმა, იარაღით, რამდენიმე ცეცხლნასროლი ჭრილობა მიაყენა მეუღლეს, სამი შვილის დედას, თ.რ.-ს, რომელიც ადგილზე გარდაიცვალა. სისხლის სამართლის საქმეს შსს შიდა ქართლის პოლიციის დეპარტამენტი აწარმოებს. საქმის გამოძიება დაიწყო ოჯახის წევრის განზრახ მკვლელობის ბრალდებით. 

ადამიანის უფლებათა ცენტრმა, საქმეში ჩართვის შემდეგ, შიდა ქართლისა და მცხეთა-მთიანეთის საოლქო პროკურატურისაგან ი.ქ.-სათვის დამატებითი ბრალის წარდგენა მოითხოვა გენდერული ნიშნით ჩადენილი განზრახ მკვლელობისათვის. ასევე, მოთხოვნილი იქნა განსაკუთრებული სისასტიკით ჩადენილი განზრახ მკვლელობის მიმართულებით გამოძიების წარმართვა. 

მას შემედეგ, რაც ფსიქიატრიული ექსპერტიზის დასკვნის მიხედვით, ბრალდებულს დაუდგინდა შეზღუდული შერაცხადობა დანაშაულის ჩადენის მომენტში, პროკურატურამ დაზარალებულის უფლებადამცველს აცნობა, რომ პროკურატურა სრულად იზიარებს ცენტრის  მოთხოვნას და მიმდინარე წლის 21 ოქტომბერს ბრალდებულ ი.ქ.-ს სასჯელაღსრულების დაწესებულებაშივე წარედგინა დაზუსტებული ბრალი, როგორც გენდერული მოტივით ჩადენილი მკვლელობის, ისე განსაკუთრებული სისასტიკით ჩადენილი მკვლელობის კვალიფიკაციით.

გარდაცვლილი თ. რ.-ს დედის, დაზარალებული მ.რ.-ის,  ინტერესებს, ადამიანის უფლებათა ცენტრი იცავს.


ადამიანის უფლებათა ცენტრი

ახალი ამბები