კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

სასამართლომ აქტივისტის წინააღმდეგ ადმინისტრაციული წარმოება შეწყვიტა

6 აპრილი, 2022
Humanrights.ge

5 აპრილს ქუთაისის საქალაქო სასამართლომ სამოქალაქო აქტივისტის, გიორგი ლოლაძის მიმართ შეწყვიტა ადმინისტრაციული წარმოება ადმინისტრაციული სამართალდარღვევის არარსებობის გამო. 
2022 წლის 27 მარტს ქალაქ ქუთაისში გიორგი ლოლაძე მონაწილეობდა საპროტესტო აქციაში, რომელიც ბენზინის ფასის ზრდას ეხებოდა. ლოლაძე ამ აქციის ერთ-ერთი ორგანიზატორი იყო. 
საპროტესტო აქციის მსვლელობისას გიორგი ლოლაძე საპატრულო ეკიპაჟის წარმომადგენლებმა დააკავეს ადმინისტრაციული წესით და მის მიმართ გამოსცეს ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი ადმინისტრაციული სამართალდარვევათა კოდექსის 173-ე მუხლის პირველი ნაწილით, რაც გულისხმობს პოლიციის წარმომადგენლის მიერ კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობას.
გიორგი ლოლაძე 48 საათით იყო მოთავსებული წინასწარი დაკავების იზოლატორში. ამ ვადის გასვლის შემდგომ იგი გაათავისუფლეს, მაგრამ მის მიმართ სასამართლო პროცესი გაგრძელდა. სასამართლომ საპატრულო პოლიციის წარმომადგენელს დამატებითი მტკიცებულების წარმოდგენა დაავალა. 
პოლიციის მიერ წარმოდგენილი ვიდეო მტკიცებულებებით არ დადასტურდა გიორგი ლოლაძის მიერ სამართალდარღვევის ჩადენა. 
სასამართლო პროცესზე სამოქალაქო აქტივისტის ინტერესებს ადამიანის უფლებათა ცენტრის იურისტი ანა ჩაფიძე იცავდა.

ახალი ამბები