კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

სად გადის საქართველო-სომხეთის საზღვარი?

21 აპრილი, 2005

სად გადის საქართველო-სომხეთის საზღვარი?

 


საქართველო-სომხეთის საზღვარზე სომეხმა მესაზღვრეებმა ცეცხლი გახსნეს ქართული ტელეკომპანია „მზის“ გადამღები ჯგუფის მისამართით. ტელეკომპანიის ჟურნალისტისთვის, გიორგი კალანდიასთვის ცნობილი გახდა, რომ საქართველოს საზღვარი მარნეულის რაიონში დარღვეულია და გადამღებ ჯგუფთან ერთად ჩავიდა დანიშნულ ადგილას. აღმოჩნდა, რომ საზღვარი 300 მეტრით არის გადმოწეული და  სომხეთის ტერიტორიაზე მოხვდა ძველი ქართული მონასტერი ხუჯაბი, რომლის გადაღებას მოჰყვა გამაფრთხილებელი გასროლები სომეხი მესაზღვრეების მხრიდან.

საქართველო-სომხეთის საზღვართან სომეხმა მესაზღვრეებმა ტელეკომპანია „მზი“-ს გადამღები ჯგუფის მისამართით ცეცხლი გახსნეს. ყველაფერი მას შემდეგ დაიწყო, როდესაც ჟურნალისტებისთვის ცნობილი გახდა, რომ სომეხმა მესაზღვრეებმა 300 მეტრით გადმოწიეს საზღვარი. საზღვრის მდებარეობა შეცვლილია და ამას ადასტურებს ის, რომ ამ 300 მეტრიან მონაკვეთში მდებარეობს ძველი ქართული მონასტერი ხუჯაბი. აღნიშნულმა ფაქტმა დიდი ინტერესი გამოიწვია ქართველი ჟურნალისტების მხრიდან და ინფორმაციის გადამოწმების მიზნით ტელეკომპანია „მზის“ ჟურნალისტი, გიორგი კალანდია ჩავიდა დანიშნულ ადგილას.

ტელეკომპანია „მზი“-ს გადამღებმა ჯგუფმა მოახერხა აღნიშნულ ტერიტორიაზე მოხვედრა, რამაც გააღიზიანა სომეხი მესაზღვრეები, რომლებმაც ჩათვალეს, რომ ჟურნალისტებმა დაარღვიეს საზღვარი და ნებართვის გარეშე გადმოკვეთეს სომხეთის ტერიტორია, რის შედეგად ცეცხლი გაუხსნეს გადამღებ ჯგუფს. მესაზღვრეები ისროდნენ ჟურნალისტების მიმართულებით, მაგრამ ჰაერში, მედიის წარმომადგენლებს არ უმიზნებდნენ. სროლა რამოდენიმე წუთის განმავლობაში გრძელდებოდა, როდესაც ჟურნალისტები მონასტერს იღებდნენ. მესაზღვრეების მიერ გამაფრთხილებელი სროლა გრძელდებოდა მანამ, სანამ ჟურნალისტებმა არ დაამთავრეს გადაღება და არ დატოვეს ტერიტორია.

ხუჯაბის მონასტერი მდებარეობს მარნეულის რაიონში ძალიან მოშორებულ ადგილას, სადაც პრაქტიკულად არ არის საავტომობილო მოძრაობა და მონასტერი ტყის პირზეა განლაგებული. ხუჯაბის მონასტერი მე-13 საუკუნეში არის აშენებული და   საქართველოს ისტორიაში ერთ-ერთ უძველეს მონასტერს წარმოადგენს.

მომხდარმა ფაქტმა აღშფოთება გამოიწვია ტელეკომპანია „მზის“ თანამშრომელთა მხრიდან. მათი აზრით, მესაზღვრეებს ჰაერში სროლის უფლებაც კი არ ჰქონდათ, რადგან აღნიშნული ტერიტორიის სტატუსი ოფიციალურად ჯერ არ არის  განსაზღვრული და შესაბამისად, არ ეკუთვნის სომხეთის ტერიტორიას. ამჟამად მხარეები მუშაობენ ზუსტი საზღვრის დადგენაზე.  ჟურნალისტებმა კი მესაზღვრეების ამგვარი ქმედება მიიჩნიეს, როგორც მცდელობა შეეშალათ ხელი მათ მიერ პროფესიული მოვალეობების შესრულებაში.


ნინო ბესტავაშვილი

ახალი ამბები