კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

ვაკის მოსახლეობა ფეკალური მასებისგან გაწმენდას ითხოვს

5 ოქტომბერი, 2006

mshenebliba1_1.gifდაახლოებით ორი თვეა, ვაკის რაიონში ფალიაშვილის ქუჩის მაცხოვრებლები ფეკალური მასებისგან გაწმენდას ითხოვენ, თუმცა შედეგს ვერ მიაღწიეს. „თბილისის წყალი“ თითს სახლის მშენებლებისკენ იშვერს, მშენებლები კი პირიქით, პრობლემის მოგვარებას „თბილისის წყალს“ ავალდებულებს.

რაც შეეხება თავად პრობლემის ისტორიას, ის სამშენებლო კომპანია „ცენტრ პოინტს“ უკავშირდება. კერძოდ, აღნიშნული ფირმის მიერ აშენებულ სახლში მოსახლეობა სულ რამდენიმე თვეა შესახლდა. მათ შესახლებისთანავე გაუჩნდათ პრობლემები. კერძოდ, კანალიზაციის წყალი ქუჩაში ამოდის, როგორც ფალიაშვილის ქუჩას ისე მიმდებარე ტერიტორიას ტბორავს და საშინელი სუნი დგას. მოსახლეობამ დახმარებისთვის არაერთ ორგანიზაციას მიმართა, თუმცა  ვერ მოიძებნა კონკრეტული ორგანიზაცია, ვინც აღნიშნულ პრობლემას მიხედავს.     

„რამდენიმე თვეა, რაც ფალიაშვილის 88-ში მდებარე ახლადაშენებულ კორპუსში შევსახლდით.  ერთ თვეზე მეტია კანალიცაზიაციის წყლით ვიტბორებით. კანალიზაციის ჭიდან ამოდის ფეკალური მასები და  გაუსაძლისი მდგომარეობაა.  ფანჯრებს ვერ ვაღებთ. დასახმარებლად „თბილისის წყალს“ მივმართეთ.  ბრიგადა მაშინვე მოვიდა, რაღაც შეაკეთეს, თუმცა გვითხრეს, რომ პრობლემა მხოლოდ დროებით გადაიჭრა. მათივე განმარტებით, მათ ფუნქციებში შედის ცენტრალურ მაგისტრალზე დაზიანებული მილების და არა  ცენტრალური  ჭიდან კორპუსში შემავალი მილის შეკეთება. გვითხრეს სამშენებლო ფირმას უნდა მიმართოთო,“ - ამბობენ ფალიაშვილის ქუჩის მაცხოვრებლები. 

როგორც მეზობლებმა გაარკვიეს, პრობლემის მიზეზი მშენებლობის დროს დაშვებული შეცდომა გახდა. კერძოდ, მშენებლებმა კორპუსის კანალიზაციის მილები გაუქმებულ ჭას მიუერთეს. გაუქმებული ჭა კი ფეკალურ მასებს ვერ ატარებს და უკან ამოდის.

რეალობის გასარკვევად როგორც „თბილისის წყალს“ ისე სამშენებლო კომპანია „ცენტრ პოინტს“ მივმართეთ.  საკუთარ ბრალეულობას არცერთი არ ადასტურებს და არც პრობლემის მოგვარებას აპირებს. „ცენტრ პოინტში“ გვითხრეს, რომ მშენებლებმა სამუშაო „თბილისის წყლის“ მიერ გაცემული ნებართვის შესაბამისად შეასრულეს, „თბილისის წყალი“-ს წარმომადგენლები კი ამბობენ, რომ შეცდომა მშენებლებმა დაუშვეს.

„როგორი ტექნიკური ნებართვაც იყო გაცემული, მის მიხედვით მოხდა მილების შეერთება. თუ ეს პრობლემა „თბილისის წყლის“ მიერ გაცემული ნებართვის გამო გაჩნდა, მილები სწორედ მან უნდა გაწმინდოს.  თუ ეს სამშენებლო პრობლემაა, პასუხისმგებლობას არ გავურბივართ, თუმცა 99% ამას გამოვრიცხავთ. ეს არის მილების პრობლემა და მშენებლობა არაფერშუაშია. კომუნიკაციები „თბილისის წყალმა“ უნდა გაწმინდოს. თუ არასწორად მიერთდა კორპუსის მილები ჭაზე, ეს იმიტომ მოხდა რომ მათ გასცეს ასეთი ნებართვა“, - ასეთია „ცენტრ პოინტის  წარმომადგენლის თიკა რუხაძის პოზიცია.

საკუთარ პასუხისმგებლობას გამორიცხავს „თბილისის წყალიც“. როგორც იქ გვითხრეს, ისინი ქუჩის მაგისტრალურ კომუნიკაციებს ემსახურებიან და არა
მასზე მიერთებულ მილებს. „ეს ჩვენი მიზეზი არ არის. ჩვენ მხოლოდ ქუჩის კოლექტორებს ვემსახურებით. ჩვენ ეს საკითხი დეტალურად შევისწავლეთ და დასკვნაც მოვამზადეთ.  პრობლემის მიზეზი ის არის, რომ მშენებლებმა ტექნიკური ნებართვა ისე არ შეასრულეს, როგორც ჩვენ გავეცით. კორპუსის მიწისქვეშა კომუნიკაციები ახალი ქსელის ნაცვლად ძველს მიუერთეს. ეს მათი შეცდომაა და მათვე უნდა გამოასწორონ“ -  ასეთია „თბილისის წყლის“ პოზიცია.  

პრობლემის მოგვარებას არცერთი მხარე არ აპირებს. მოსახლეობას კი ვერ გაურკვევია, როდემდე მოუწევთ ასეთ პირობებში ცხოვრება. მათი თქმით, აღნიშნულ ტერიტორიაზე მღრღნელები გაჩდნენ და ქვეწარმავლების მომრავლებისაც ეშინიათ. ისინი მშენებლებთან დაკავშირებას და შეხვედრას ითხოვენ, თუმცა აცხადებენ, რომ მათთან დაკავშირება შეუძლებელია.

ახალი ამბები