კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

უსახლკაროდ და ულუკმაპუროდ დარჩენილ ექვსშვილიან ოჯახს დაეხმარნენ

26 დეკემბერი, 2006

mravalsdhviliani.gifრამდენიმე დღის წინ ადამიანის უფლებათა ცენტრის ინტერნეტ გაზეთის გვერდებზე, ქ. გურჯაანში მცხოვრები ექვსშვილიანი ოჯახის, ბეგაშვილების გაჭირვების შესახებ, წერილი გამოქვეყნდა. საბედნიეროდ, წერილს დიდი გამოხმაურება მოჰყვა.

“სახალხო ბანკის” გენერალურმა დირექტორმა გიორგი გოგუაძემ დამირეკა და მთხოვა, სასწრაფოდ მომეძებნა ბეგაშვილების ოჯახი. გაჭირვებულების გაოცებას საზღვარი არ ჰქონდა, როდესაც ოჯახის დიასახლისს, ლია ღორთლიშვილს, ბატონი გიორგის წინადადება გავაცანი. ბეგაშვილებს მივეცით საშუალება, შეერჩიათ კერძო საცხოვრებელი სახლი, რომელსაც ჩვენ შევუძენდით. ორსართულიანი სახლი იმავე უბანში ვუყიდეთ, სადაც მანამდე ცხოვრობდნენ და 20 დეკემბერს გადავეცით” - აღნიშნავს „სახალხო ბანკის“ გურჯაანის ფილიალის მმართველი ნოდარ ზაკალაშვილი.

იმავე დღეს ბეგაშვილების მრავალშვილიან ოჯახს გარემოს დაცვის ინსპექციის კახეთის ბიუროს თანამშრომლებიც დაეხმარნენ. გარემოს დამცველებმა ოჯახს ერთი სატვირთო მანქანა შეშა, ღუმელი, ნაძვის ხე, ტკბილეული და მცირეოდენი სურსათი გადასცეს. „ამ ოჯახის მდგომარეობა მართლაც შემაშფოთებელი იყო. განსაკუთრებით პატარა ლუკას საახალწლო სურვილმა -  „ჩემი დაიკო და ძამიკოები მინდა. კიდე, რომ არ გვშიოდეს ის მინდა და თბილი სახლი მინდა“ - აგვაღელვა. მათ მომავალშიც აუცილებლად გავუწევთ დახმარებას” - აცხადებს გარემოს დაცვის კახეთის ბიუროს ინსპექციის უფროსი დავით უთმელიძე.

ბეგაშვილები კმაყოფილებას ვერ მალავდნენ. ისინი მადლობას უხდიდნენ როგორც ქველმოქმედებს, ასევე იმ ჟურნალისტებს, რომლებიც მათი მდგომარეობით დაინტერესდნენ. 3 წლის ლუკას და მის 6 თვის ტყუპ დებს ნანატრი თბილი სახლიც აქვთ და აღარც მშივრებს მოუწევთ დაძინება. სოციალური დახმარების სააგენტოს გურჯაანის განყოფილების უფროსმა ხათუნა პაპუნაშვილმა ხელმძღვანელობას ბეგაშვილების ოჯახისთვის სოციალური დახმარების უმოკლეს ვადებში დანიშვნა სთხოვა.

პატარა ლუკას კიდევ ერთ ნატვრას „ადამიანის უფლებათა ცენტრის” კახეთის ოფისი აუსრულებს. რამდენიმე დღეში, მის და-ძმებს, 10 წლის მერის, 7 წლის დათოს და 4 წლის თემუკას, მშობლებისა და პატარების ნახვა მაშინ შეეძლებათ, როცა მოისურვებენ. ჩვენი თხოვნა, ბავშვების სასწავლებლად და აღსაზრდელად, თელავის სკოლა-ინტერნატიდან გურჯაანის ბავშვთა სახლში გადმოყვანის შესახებ, წინასწარი შეთანხმებით, დირექციის მიერ უკვე დაკმაყოფილდა.

      გელა მთივლიშვილი, კახეთიდან

ახალი ამბები