კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

როგორ აღმოჩნდა ბეტონის ლურსმანი „პეჩენიაში“(ნაწილი I)

13 თებერვალი, 2007

ჟურნალისტური გამოძიება

lursmani.gifპურ-პროდუქტებში აღმოჩენილ სხვადასხვა ნარჩენებს ქართველი მომხმარებელი უკვე შეეჩვია. მაგალითად, ძაფი, თოკი, თაგვის ცურცლი, ცელოფნის ნაგლეჯი, თმა, თუ სხვა მსგავსი საგანი, მომხმარებელს (და მათ შორის მეც) საკვებში არაერთხელ უნახავს. თუმცა, „პეჩენიაში“  4 სანტიმერტიანი ბეტონის ლურსმნის აღმოჩენა დაუჯერებელი აღმოჩნდა.

ეს შემთხვევა თბილისში მოხდა. მომხმარებელმა ვაგზლის ტერიტორიაზე სავაჭრო ცენტრ „პასაჟში“ ბავშვისთვის „პეჩენია“ იყიდა. როცა ოჯახის ერთ-ერთი წევრი მას მიირთმევდა, პირში უცხო საგანი შეერჭო, ეს საგანი 4 სანტიმეტრიანი ბეტონის ლურსმანი აღმოჩნდა. მართალია, კონკრეტული ადამიანი გადარჩა და არაფერი დაუზიანდა, თუმცა ფაქტი იმდენად შემაშფოთებელი აღმოჩნდა, გადავწყვიტე, ჟურნალისტური გამოძიება ჩამეტარებინა.      

 კანონმდებლობა

გამოძიება კანონმდებლობის შესწავლით დავიწყე. კონკრეტულად გავეცანი იმ მუხლებს, რომელიც მომხმარებლის უფლებების დაცვას და კლიენტისა და მწარმოებლის ურთირთიერთობებს  ეხება. საქართველოს კანონით „მომხმარებელთა უფლებების დაცვის შესახებ“: დამამზადებელი (გამყიდველი) ვალდებულია, მომხმარებელს მიაწოდოს აუცილებელი, უტყუარი და სრული ინფორმაცია პროდუქციის შესახებ, კონკრეტულად, პროდუქციის დასახელება და სახე; პროდუქციის დამამზადებლის საფირმო სახელწოდება და მისამართი, იმ ქვეყნის დასახელება, სადაც დამზადებულია პროდუქცია, მომხმარებელთა პრეტენზიის მისაღები ადგილის რეკვიზიტები, შეკვეთებისა და ტექნიკური მომსახურების საწარმოო ერთეულის მისამართი; ინფორმაცია მომხმარებელს უნდა მიეწოდოს ქართულ ენაზე და განთავსდეს პროდუქციის შეფუთვაზე; ყველა პროდუქტს უნდა ჰქონდეს შესაბამისი ეტიკეტი (მე-6 მუხლი).          

საქართველოს კანონით „სურსათის უვნებლობისა და ხარისხის შესახებ“: ბავშვთა კვების პროდუქტების წარმოებას განსაკუთრებული ყურადღება ექცევა; იმავე კანონში ვკითხულობთ: საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტრომ 2007 წლის 1 ივლისამდე უზრუნველყოს საცალო ვაჭრობაში დაუფასოებელი პროდუქციის მიწოდებისა და რეალიზაციის ჰიგიენური პირობებისა და წესების შემუშავება და დამტკიცება.

მომხმარებელთა უფლებების დაცვა გარანტირებულია საქართველოს კონსტიტუციით (30-ე მუხლი); საქართველოს სამოქალაქო კოდექსით; კანონით „პროდუქციის და მომსახურების სერთიფიკაციის შესახებ“; „სურსათის უვნებლობისა და ხარისხის შესახებ“ და სხვა ნორმატიული აქტებით.         

 „პეჩენიის“ წარმომავლობის ძიება

magazia.gifშესაბამისი კანონმდებლობის გაცნობის შემდეგ, დაზარალებულს ვთხოვე კონკრეტულად (მაღაზია და) ის „პეჩენია“ ეჩვენებინა, რომელიც მან შეიძინა. ამის შემდეგ კი მოვლენები საკმაოდ არადამაჯერებლად და კურიოზულად განვითარდა (ცნობისთვის ის „პეჩენია“, რომელიც კონკრეტულმა ადამიანმა შეიძინა, ასაწონი პეჩენია იყო, ნახევრად კაკაოსი და ნახევრად თეთრი). 

3 თებერვალი. 12.00 საათი. მაღაზიაში ყუთი კარგად დავათვალიერე. მას არანაირი ეტიკეტი არ აღმოაჩნდა. კანონმდებლობის შესაბამისად, მაღაზიის გამყიდველს ვთხოვე, ეთქვა, ვინ იყო მისი მწარმოებელი და მომწოდებელი. მან მიპასუხა, რომ „პეჩენია“ კილო 4 ლარი ღირს და ის ადგილობრივია. მართალია,  კანონმდებლობა გავაცანი და კითხვა რამდენჯერმე გავუმეორე, თუმცა მომწოდებლის შესახებ არაფერი მითხრა. ამის შემდეგ იძულებული 
გავხდი, „პასაჟი-ს“ ადმინისტრაციაში მივსულიყავი და გამერკვია, ბაზრის დირექციას რაიმე პასუხისმგებლობა ეკისრება თუ არა მის ობიექტზე გაყიდული პროდუქციის გამო.

სავაჭრო ცენტრის შესასვლელში შუა ხნის მამაკაცი დამხვდა. კანონმდებლობა მასაც გავაცანი და ვკითხე ის, რაც მაინტერესებდა. მან რატომღაც აგენტად ჩამთვალა და მკითხა ვისი მოგზავნილი ვიყავი. კიდევ ერთხელ წავუკითხე კანონი და პასუხს დაველოდე. „ვინ ხართ, ვინ მოგაგზავნათ და რა გინდათ?“ - იმეორებდა ის.
ჟურნალისტი: ის მინდა, რაც წეღან აგიხსენით. აი, კანონმდებოლობა.
გაქვთ თუ არა რაიმე კონტროლის უფლება მაღაზიებზე და რაში გამოიხატება კონტროლი?
- მე არაფერი ვიცი. დაელოდეთ, მენეჯერი გასულია.
- იქნებ მობილურზე გადაურეკოთ და გააგებინოთ, რომ ველოდები. (რეკავს ვინმე დათოსთან. დაახლოებით 20 წუთში ისიც გამოჩნდა და მეორე სართულზე ავედით).

კანონი მასაც გავაცანი, ავუხსენი ვინ ვიყავი და რა მაინტერესებდა. პირადობის მოწმობა მომთხოვა. დარწმუნდა, რომ მართლა ჟურნალისტი ვიყავი.
მისი პასუხი იყო, რომ  ეს ამბავი მას არ ეხება და დირექტორს უნდა გავესაუბრო.
- იქნებ მითხრათ, როდის იქნება დირექტორი ან გადაურეკეთ და კითხეთ, როდის მოვიდე?
- არა ამას ვერ ვიზამ, არ მეხება.
- მაშინ ჩემს ტელეფონის ნომერს დაგიტოვებთ და როცა დამიბარებთ, მაშინ მოვალ.
- არ მინდა, ნომერს ვერ გადავცემ. სამუშაო საათებში მოდით და დირეტორი თავად ნახეთ. თქვენი ტელეფონი არ მინდა. მე მენეჯერი ვარ და ეს საქმე არ მეხება. ინტერვიუს მე ვერ მოგცემთ. ყველა ორგანიზაციას თავისი შინაგანაწესი აქვს. თუ ასე დაწვრილებით, ოფიციალური პასუხი გინდათ, ორშაბათს მობრძანდით და დირექტორი ნახეთ.
 
როცა არაფერი გამომივიდა, ისევ მაღაზიის გამყიდველთან მივედი. მან ისევ რომ დამინახა, გაღიზიანდა. კითხვა ისევ გავუმეორე და ვთხოვე, ეთქვა, ვინ იყო „პეჩენიის“ მომწოდებელი. როგორც იქნა პასუხიც მივიღე.
- საავადმყოფოდან მომაქვს.
- საავადმყოფოდან? რომელი საავადმყოფოდან?
 - აი, პირდაპირ რომ წახვალ, საავადმყოფოს მიადგები (ამბობს და თან ხელს იშვერს). წადით და ნახავთ, მე ხომ არ გამოგყვებით?
- თქვენ თავად მოგაქვთ იქიდან? 
- ხომ გიპასუხეთ,  რა არის ამდენი შეკითხვა...

ეკა გულუა

ახალი ამბები