კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

დასაქმების პროგრამით იმედგაცრუებული ბათუმელები

14 დეკემბერი, 2007

10 დეკემბერი მოსახლეობის გარკვეულმა ნაწილმა დასაქმების ცენტრთან გაათენა. მოსახლეობას მოულოდნელად გამოუცხადეს, რომ დასაქმების პროგრამის განხორციელება მომავალი წლის თებერვლისთვის გადაიდო.

ბათუმში შესაბამისი უბნები ქალაქის სხვადასხვა უბანში გახსნილი. მოსახლეობა კი -  საცხოვრებელი ადგილის შესაბამისად გადანაწილებული. ბევრი მათგანი დასაქმების პროგრამის რიგის დაკავებას გამთენიიდან შეუდგა.

„ზოგი შუაღამით მოვედით, ზოგი დილით, ჩვენ ვიცოდით, რომ პროგრამა იწყებოდა. რატომ გადადეს თებერვლის თვეში? ალბათ არც მაშინ იქნება. ახლა რომ არ არის, თებერვალში როგორ იქნება? გვატყუებენ“, - ასე ფიქრობს ერთ-ერთი ქალბატონი, რომელსაც ტაბიძის ქუჩა #2-ში განთავსებულ უბანთან გავესაუბრეთ.
 
 „ავადმყოფი მეუღლე მყავს, დახმარებას იღებდა და ისიც გაუუქმეს. დასაქმება მინდოდა... დილით 500 კაცამდე იყო, შემდეგ პოლიციის თანამშრომლები მოვიდნენ და გვითხრეს, რომ პროგრამა გადაიდოო და სახლში წასვლა გვირჩიეს“, - ამბობს ვალიკო გორგილაძე.

 „40 წლის ადამიანი ვარ და შარშან რომ მივედი ამ პროგრამაში მონაწილების მისაღებად, ერთ-ერთ საწარმოში გამანაწილეს. როცა მივედი, ასაკის გამო დამიწუნეს, მოხუცი ხარო. თუკი 40 წლის ადამიანი მოხუცია, მაშინ პენსია მომცენ, რომ თავი მაინც ვირჩინო“, - აცხადებს ეკა ჯინჭარაძე.

„მე ხულოს რაიონიდან ჩამოვედი, 3 თვე მაინც ვიმუშავებ მეთქი სადმე, იმედი მქონდა. ახლა გამოდის, რომ გზის ფული - რვა ლარიც წყალს გავატანე“,  - აღნიშნა ერთ-ერთმა ქალბატონმა.

რესან შარაძე კი ხელისუფლებას რამდენიმე თვიანი დასაქმების ნაცვლად, მუდმივ სამუშაოს სთხოვს: „ჩვენ არ გვინდა სამთვიანი დასაქმება, ჩვენ მუდმივი სამუშაო გვინდა. ჩვენ საქმე გვინდა, რომ პური მეოთხე თვეშიც ვჭამოთ“.

მაკა მალაყმაძე, ბათუმი.

ახალი ამბები