კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

ჯავახეთის და ქვემო ქართლის ოქმების უმრავლესობა გაყალბებულია

22 იანვარი, 2008

21 იანვარს საერთო-სამოქალაქო მოძრაობა „მრავალეროვანი საქართველოს“ მიერ იმ კომპაქტური დისკების პრეზენტაცია გაიმართა, რომელზეც 5 იანვრის არჩევნებზე გაყალბებული ოქმებია ჩაწერილი.

ორგანიზაცია არჩევნების მონიტორინგს საქართველოში ევროკომისიის დელეგაციის, ფონდ „კორდეიდისა“  და საარჩევნო სისტემების საერთაშორისო ფონდის დახმარებით ახორციელებდა.

მონიტორინგი ორ რეგიონს მოიცავდა, ქვემო ქართლს და ჯავახეთს. ორივე რეგიონში არასამთავრობო ორგანიზაციას 200 ადგილობრივი დამკვირვებელი ჰყავდა. ინდივიდუალურად და მობილური ჯგუფების სახით ისინი 585 საარჩევნო უბნის 80 პროცენტს მოიცავდნენ. დამკვირვებლები საოლქო საარჩევნო კომისიებშიც ჰყავდნენ.  ორგანიზაცია მედია-მონიტორინგს და რეგიონებიდან მიღებული მონაცემების ანალიზს ახორციელებდა. პროექტის იურისტები უზრუნველყოფდნენ იურიდიულ დახმარებას საჩივრების წარდგენის პროცესში, ასევე ეხმარებოდნენ ადგილობრივ დამკვირვებლებს.

მობილური ჯგუფების მეშვეობით ორგანიზაციამ 333 ოქმი მოიპოვა, გაანალიზების შემდეგ აღმოჩნდა, რომ აქედან 284 ოქმში უხეში დარღვევებია დაშვებული. აქედან სამცხე-ჯავახეთის რეგიონში, 152 ოქმიდან დარღვევა აღმოჩენილია 128 ოქმში, ქვემო ქართლში - 181 ოქმიდან 156-შია  დარღვევები.

„მრავალეროვანი საქართველოს“ გამგეობის თავმჯდომარე, არნოლდ სტაფანიანი:
„არ მესმის ოპოზიციის მოსაზრება, რომ სააკაშვილი მხოლოდ ჯავახეთის და ქვემო ქართლის პრეზიდენტია. მაინტერესებს, როგორ არის ამ რეგიონების პრეზიდენტი, როდესაც ამ რეგიონებში არჩევნები გაყალბებულია.

მე ვნახე პოლიციის ტერორი, უამრავი დარღვევა,  ყველა შედეგი ამ რეგიონში „დახატულია“.  უბნის საარჩევნო კომისიის ოქმები საერთოდ არ შეესაბამება საოლქო საარჩევნო კომისიის ოქმებს. უბნებიდან ცარიელ ოქმენს აგზავნიდენ საოლქოში“.

მოძრაობა „მრავალეროვანი საქართველო“ აღნიშნული მასალის საერთაშორისო ორგანიზაციაში გაგზავნას აპირებს.

 

ნონა სუვარიანი, თბილისი

ახალი ამბები